Magdalena Posted June 5, 2021 Posted June 5, 2021 AMD-ს ჰიბრიდული პროცესორები ბაზარზე ტრადიციულად მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. ვერ ვიტყვით, რომ ისინი ძალიან აქტიურად იყიდება, თუმცა აუტსაიდერებიც არასდროს ყოფილან, გასანკუთრებით აქტუალურები კი გახდნენ ვიდეო დაფებზე ფასის მატების შემდეგ. მაგალითად, Ryzen 5 3400G საშუალებას იძლევა არა მხოლოდ კომფორტულად შესრულდეს ყველა სტანდარტული ამოცანა, მათ შორის ბრაუზერსა და საოფისე აპლიკაციებში მუშაობა, არამედ ასევე გაეშვას ყველა თამაში მინიმალური გრაფიკული პარამეტრებით. სამწუხაროდ, 4000-სერია ვერ მოხვდა მასობრივი მომხმარებლების ხელში და ბაზარს მინიმალური რაოდენობით მიეწოდებოდა. მათი პოვნა მაინც შესაძლებელია მცირე სავაჭრო ობიექტებში, ასევე მზა კომპიუტერებში. მიმდინარე ზაფხულისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე მოვლენა იყო ჰიბრიდული Ryzen 7 5700G და Ryzen 5 5600G პროცესორების ანონსი. ორივე მათგანი აგებულია Zen 3 არქიტექტურაზე, რაც პოტენციურ მფლობელს ხელთ აძლევს ყველაზე თანამედროვე 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესსა და უზარმაზარ წარმადობას. Ryzen 7 5700G-ს აქვს რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 4.6 გჰც-მდე, ასევე Vega გრაფიკა. ეს გახლავთ ფლაგმანური ჩიპი ნაკადური პროცესორების მაქსიმალური (512) რაოდენობით და 2 გჰც ტაქტის სიხშირით. იგი გვევლინება Core i7-11700K ჩიპის პირდაპირ კონკურენტად, თუმცა გვთავაზობს უფრო სწრაფ გრაფიკას, ოფიცალური განცხადების თანახმად ინტეგრირებული ვიდეო დაფა Ryzen 7 5700G კონკურენტს ორნახევარჯერ აღემატება. Ryzen 5 5600G შესანიშნავი ვარიანტია მძლავრი, დაბალბიუჯეტური კომპიუტერის დასაკომპლექტებლად. მისი მახასიათებლებია 4.4 გჰც-მდე ტაქტის სიხშირე, 6 ბირთვი, გრაფიკა Vega 448 ნაკადური პროცესორითა და 1900 მჰც-მდე სიხშირით. ეს ჩიპი გახდება Core i5-11600K მოდელის კონკურენტი, თუმცა გვთავაზობს გაცილებით მაღალი წარმადობის გრაფიკულ ბირთვს. რაც შეეხება ფასებს, უფროსი მოდელის ფასია 359 აშშ დოლარი, უმცროსისა - 259 აშშ დოლარი, რაც სავსებით შეესაბამება AMD-ის ამჟამინდელი თაობის და Intel-ის ანალოგიური ჩიპების ღირებულებას. ფაქტია, რომ ამჯერად პროცესორებზე წვდომა აბსოლუტურად ყველას ექნება, რადგანაც 5 აგვისტოს ისინი DIY სეგმენტში მოხვდება, შესაბამისად, მხოლოდ OEM-დეველოპერებისთვის მიწოდებაზე არსებული შეზღუდვა მოიხსნება. უნდა აღინიშნოს, რომ ასევე გამოვა დაბალბიუჯეტური მოდელი Ryzen 3 5300G. ეს არის ოთხბირთვიანი ჩიპი 159 აშშ დოლარად. მისი გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. https://bit.ly/3vEY1oD Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.