Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-ს ჰიბრიდული პროცესორები ბაზარზე ტრადიციულად მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. ვერ ვიტყვით, რომ ისინი ძალიან აქტიურად იყიდება, თუმცა აუტსაიდერებიც არასდროს ყოფილან, გასანკუთრებით აქტუალურები კი გახდნენ ვიდეო დაფებზე ფასის მატების შემდეგ. მაგალითად, Ryzen 5 3400G საშუალებას იძლევა არა მხოლოდ კომფორტულად შესრულდეს ყველა სტანდარტული ამოცანა, მათ შორის ბრაუზერსა და საოფისე აპლიკაციებში მუშაობა, არამედ ასევე გაეშვას ყველა თამაში მინიმალურ გრაფიკულ პარამეტრებით. სამწუხაროდ, 4000-სერია ვერ მოხვდა მასობრივი მომხმარებლების ხელში და ბაზარს მინიმალური რაოდენობით მიეწოდებოდა. მათი პოვნა მაინც შესაძლებელია მცირე სავაჭრო ობიექტებში, ასევე მზა კომპიუტერებში. 

image.jpeg 

მიმდინარე ზაფხულისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე მოვლენა იყო ჰიბრიდული Ryzen 7 5700G და Ryzen 5 5600G პროცესორების ანონსი. ორივე მათგანი აგებულია Zen 3 არქიტექტურაზე, რაც პოტენციურ მფლობელს ხელთ აძლევს ყველაზე თანამედროვე 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესსა და უზარმაზარ წარმადობას. Ryzen 7 5700G-ს აქვს რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 4.6 გჰც-მდე, ასევე Vega გრაფიკა. ეს გახლავ ფლაგმანური ჩიპი ნაკადური პროცესორების მაქსიმალური (512) რაოდენობით და 2 გჰც ტაქტის სიხშირით. იგი გვევლინება Core i7-11700K ჩიპის პირდაპირ კონკურენტად, თუმცა გვთავაზობს უფრო სწრაფ გრაფიკას, ოფიცალური განცხადების თანახმად ინტეგრირებული ვიდეო დაფა Ryzen 7 5700G კონკურენტს ორნახევარჯერ აღემატება. 

image.jpeg 

image.png 

Ryzen 5 5600G შესანიშნავი ვარიანტია მძლავრი, დაბალბიუჯეტური კომპიუტერის დასაკომპლექტებლად. მისი მახასიათებლებია 4.4 გჰც-მდე ტაქტის სიხშირე, 6 ბირთვი, გრაფიკა Vega 448 ნაკადური პროცესორითა და 1900 მჰც-მდე სიხშირით. ეს ჩიპი გახდება Core i5-11600K მოდელის კონკურენტი, თუმცა გვთავაზბს გაცილები მაღალი წარმადობის გრაფიკულ ბირთვს. რაც შეეხება ფასებს, უფროსი მოდელის ფასია 359 აშშ დოლარი, უმცროსისა - 259 აშშ დოლარი, რაც სავსებით შეესაბამება AMD-ის ამჟამინდელი თაობის და Intel-ის ანალოგიური ჩიპების ღირებულებას. 

image.jpeg 

ფაქტია, რომ ამჯერად პროცესორებზე წვდომა აბსოლუტურად ყველას ექნება, რადგანაც 5 აგვისტოს ისინი DIY სეგმენტში მოხვდება, შესაბამისად, მხოლოდ OEM-დეველოპერებისთვის მიწოდებაზე არსებული შეზღუდვა მოიხსნება. უნდა აღინიშნოს, რომ ასევე გამოვა დაბალბიუჯეტური მოდელი Ryzen 3 5300G. ეს არის ოთხბირთვიანი ჩიპი 159 აშშ დოლარად. მისი გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.