Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Binance Smart Chain-ის (BSC) წარმომადგენლებმა განააცხადეს "კარგად ორგანიზებული ჰაკერების" მიერ DeFi პროექტების ეკოსისტემებზე თავდასხმების შესახებ და დაასახელეს რამდენიმე ნაბიჯი უსაფრთხოების დონის ამაღლებისა და დაჰაკვის რისკების შემცირებისთვის. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში კიბერდამნაშავეებმა განახორციელეს რვაზე მეტი თავდასხმა BSC პროექტებზე მყისიერი სესხების გამოყენებით. 

image.png 

BSC-ის გუნდმა დეველოპერებს ხელახალი აუდიტის ჩატარებისკენ მოუწოდა. 

„თუ პროექტი ფორკია, ორჯერ და სამჯერ შეამოწმეთ თავდაპირველი ვერსიის ცვლილებები“ - ნათქვამია შეტყობინებაში. 

BSC-მა დეველოპერებს სთხოვა დამატებითი რისკების კონტროლის ზომების მიღება და საეჭვო საქმიანობის მონიტორინგი რეალურ დროში. რისკის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია პროტოკოლის მუშაობის შეჩერება, განაცხადეს ეკოსისტემის წარმომადგენლებმა. 

მათი მოწოდებაა შედგეს ასევე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მოქმედების გეგმა და ამოქმედდეს bounty-პროგრამა სისუსტეების გამოვლენისთვის. 

შეგახსენებთ, რომ მაისში ჰაკერების შეტევებისგან დაზარალდა BSC-ის ბაზაზე არსებული ერთდროულად რამდენიმე DeFi-პროექტი - PancakeBunny, BurgerSwap და Julswap, აგრეთვე Belt Finance. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.