Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წინადადებაა გაფართოვდეს ბროკერების საანგარიშო მოთხოვნები კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. ამის შესახებ საუბარია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებებში. 

დეპარტამენტის ცნობით, ციფრული აქტივების ბაზრის განვითარებასთან ერთად გადასახადის გადამხდელებმა შეძლეს გადასახადების გადახდის თავიდან აცილება. 

”გადასახადების თავიდან აცილება კრიპტოქსელების გამოყენებით სწრაფად მზარდი პრობლემაა”, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში. 

ინიციატივის გავრცელება ასევე იგეგმება Bitcoin-ბიჟებსა და კასტოდიალურ საფულეებზე. ისინი ვალდებულნი იქნებიან გასცენ ინფორმაცია ბენეფიციარების ანგარიშების შესახებ ინფორმაციის გაცვლის საერთაშორო ქსელში, რომლის წევრის არის აშშ. 

დამტკიცების შემთხვევაში ზომები ძალაში 2023 წელს შევა.  

ფინანსთა სამინისტრო აგრეთვე გამოვიდა ინიციატივით - დაინერგოს „ყოვლისმომცველი ანგარიშება ფინანსურ ანგარიშებზე“. წესი გავრცელდება იმ შემთხვევებში, როდესაც გადასახადის გადამხდელები ერთი ბროკერისგან ყიდულობენ კრიპტოაქტივებს და გადასცემენ სხვას. 

მანამდე სააგენტომ განმარტა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოიცავს მოთხოვნას, რომ აშშ-ის შემოსავლების სამსახურს გადაეცეს ინფორმაცია 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოტრანზაქციების შესახებ. 

შეგახსენებთ, კრიპტო სტარტაპ Avanti-ს აღმასრულებემა დირექტორმა კეიტლინ ლონგმა ხელისუფლების ქმედებებს უწოდა მარეგულირებელი სფეროს „წმენდა“ ციფრულ აქტივებთან მიმართებაში, თუმცა გამორიცხა Bitcoin-ის აკრძალვის შესაძლებლობა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.