Magdalena Posted June 2, 2021 Posted June 2, 2021 კორეული გამომცემლობა The Elec-ის ინფორმაციით Samsung-მა უკვე დაიწყო 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე LTPO-პანელების წარმოება სამომავლო iPhone 13 Pro-სა და Pro Max-ისთვის. სერიის უფრო ხელმისაწვდომი მოდელებისთვის განკუთვნილი LTPS-მატრიცების წარმოებით კი LG არის დაკავებული. ხმები იმის შესახებ, რომ Apple შეცვლის ProMotion ტექნოლოგიას სმარტფონებში, უკვე დიდი ხანია ვრცელდება. შეგახსენებთ, ხსენებული ტექნოლოგიის დებიუტი შედგა iPad Pro-ში 2017 წელს. ინდუსტრიული წყაროების ინფორმაციით კალიფორნიული კომპანია 120-ჰერციანი დისპლეების წარმოდგენას iPhone 12-ში აპირებდა, თუმცა ტესტირების შედეგად კომპანია უკმაყოფილო დარჩა იმჟამად არსებული პანელების ენერგომოხმარებით. აღვნიშნავთ, რომ 120-ჰერციან ეკრანებს მიიღებენ iPhone 13-ის მხოლოდ Pro ვერსიები, iPhone 13-სა და iPhone 13 mini-ს კი ექნებათ დისპლეები 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ადრეული ცნობების თანახმად iPhone 13-ის ეკრანის ზედა ნაწილში მოცემული იქნება უფრო მცირე ზომის ჭრილი სახის სკანირების სისტემა True Depth-ისთვის, ხოლო სმარტფონის სისქე ძირითადი კამერის ბლოკის არეალში გაიზრდება ახალი, უფრო მოწინავე ოპტიკის გამოყენების გამო. გასულ წელს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო Apple-მა iPhone ჩვეულებრივზე გვიან წარადგინა. სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მსგავსი შეფერხება მოსალოდნელი არ არის და iPhone 13-ის დებიუტი სექტემბერში შედგება. https://bit.ly/34ugN69 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.