Jump to content

Recommended Posts

Posted

კორეული გამომცემლობა The Elec-ის ინფორმაციით Samsung-მა უკვე დაიწყო 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე LTPO-პანელების წარმოება სამომავლო iPhone 13 Pro-სა და Pro Max-ისთვის. სერიის უფრო ხელმისაწვომი მოდელებისთვის განკუთვნილი LTPS-მატრიცების წარმოებით კი LG არის დაკავებული. 

image.jpeg 

ხმები იმის შესახებ, რომ Apple შეცვლის ProMotion ტექნოლოგიას სმარტფონებში, უკვე დიდი ხანია ვრცელდება. შეგახსენებთ, ხსენებული ტექნოლოგიის დებიუტი შედგა iPad Pro-ში 2017 წელს. ინდუსტრიული წყაროების ინფორმაციით კალიფორნიული კომპანია 120-ჰერციანი დისპლეების წარმოდგენას iPhone 12-ში აპირებდა, თუმცა ტესტირების შედეგად კომპანია უკმაყოფილ დარჩა იმჟამად არსებული პანელების ენერგომოხმარებით. აღვნიშნავთ, რომ 120-ჰერციან ეკრანებს მიიღებენ iPhone 13-ის მხოლოდ Pro ვერსიები, iPhone 13-სა და iPhone 13 mini-ს კი ექნებათ დისპლეები 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. 

image.jpeg 

ადრეული ცნობების თანახმად iPhone 13-ის ეკრანის ზედა ნაწილში მოცემული იქნება უფრო მცირე ზომის ჭრილი სახის სკანირების სისტემა True Depth-ისთვის, ხოლო სმარტფონის სისქე ძირითადი კამერის ბლოკის არეალში გაიზრდება ახალი, უფრო მოწინავე ოპტიკის გამოყენების გამო. გასულ წელს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო Apple-მა iPhone ჩვეულებრივზე გვიან წარადგინა. სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მსგავსი შეფერხება მოსალოდნელი არ არის და iPhone 13-ის დებიუტი სექტემბერში შედგება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.