Magdalena Posted June 2, 2021 Posted June 2, 2021 Computex 2021-ს, რომელიც ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა, უძღვებოდა Intel-ის გაყიდვებსა და მარკეტინგზე პასუხისმგებელი, ასევე ვიცე-პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირი Johnston Holthaus. ახალი პროდუქტების ანონსი უშუალოდ ეხებოდა U სერიის Core 11 მობილური პროცესორების დებიუტს, თუმცა Intel-ის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სხვა სიახლეების ანონსის ვადების შესახებ. ფოტოს წყარო: Intel, YouTube U სერიის ახალი მობილური პროცესორები წარადგინა Steve Long-მა და მოახდინა ქმედითუნარიანი ლეპტოპის პროტოტიპის დემონსტრირება, რომელიც დამყარებული იყო Alder Lake მობილური პროცესორის ბაზაზე. იანვარში კომპანიამ წარადგინა დესკტოპ სისტემა ამ თაობის პროცესორის ბაზაზე, ამჯერად კი მობილური სეგმენტის ჯერი დადგა. Intel-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Alder Lake პროდუქტების ხაზის სრული დეტალების შესახებ მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ცნობილი. „თიზერის“ სახით ნაჩვენები იყო შემდეგი თეზისები: Alder Lake თაობაში მოცემული იქნება ორი ახალი არქიტექტურა, რომლებიც პასუხისმგებელია მაღალ სიჩქარესა და ენერგოეფექტურობაზე, ასევე გაუმჯობესებული 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი (Enhanced SuperFin), უფრო სწრაფი ტრანზისტორები და გაუმჯობესებული კონდენსატორები. Intel-ის თქმით Alder Lake პროცესორები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან წინსვლას x86-თავსებადი არქიტექტურებისთვის. როგორც სტივ ლონგმა აღნიშნა, Alder Lake პროცესორების ნიმუშები უკვე მიეწოდება Intel-ის მომხმარებლებსა და პარტნიორებს. https://bit.ly/3yTmJ6K Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.