Jump to content

Recommended Posts

Posted

Computex 2021-ს, რომელიც ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა, უძღვებოდა Intel-ის გაყიდვებსა და მარკეტინგზე პასუხისმგებელი, ასევე ვიცე-პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირ Johnston Holthaus. ახალი პროდუქტების ანონსი უშუალოდ ეხებოდა U სერიის Core 11 მობილური პროცესორების დებიუტს, თუმცა Intel-ის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სხვა სიახლეების ანონსის ვადების შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel, YouTube 

U სერიის ახალი მობილური პროცესორები წარადგინა Steve Long-მა და მოახდინა ქმედითუნარიანი ლეპტოპის პროტოტიპის დემონსტრირება, რომელიც დამყარებული იყო Alder Lake მობილური პროცსორის ბაზაზე. იანვარში კომპანიამ წარადგინა დესკტოპ სისტემა ამ თაობის პროცესორის ბაზაზე, ამჯერად კი მობილური სეგმენტის ჯერი დადგა. Intel-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Alder Lake პროდუქტების ხაზის სრული დეტალების შესახებ მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ცნობილი. 

image.jpeg 

„თიზერის“ სახით ნაჩვენები იყო შემდეგი თეზისები: Alder Lake თაობაში მოცემული იქნება ორი ახალი არქიტექტურა, რომლებიც პასუხისმგებელია მაღალ სიჩქარესა და ენერგოეფექტურობაზე, ასევე გაუმჯობესებული 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი (Enhanced SuperFin), უფრო სწრაფი ტრანზისტორები და გაუმჯობესებული კონდენსატორები. Intel-ის თქმით Alder Lake პროცესორები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან წინსვლას x86-თავსებადი არქიტექტურებისთვის. როგორც სტივ ლონგმა აღნიშნა, Alder Lake პროცესორების ნიმუშები უკვე მიეწოდება Intel-ის მომხმარებლებსა და პარტნიორებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.