Magdalena Posted June 1, 2021 Posted June 1, 2021 მიუხედავად იმისა, რომ Zen 3 არქიტექტურაზე დაფუძნებული AMD Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორების დებიუტი ჯერ კიდევ გასულ წელს შედგა, მათი მაღალი წარმადობის „მოძმე“ Ryzen Threadripper-ების გამოსვლის შესახებ ამ დრომდე ბევრი არაფერია ცნობილი: სამომავლო HEDT-პროცესორების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაში წვლილი შეიტანა ფორუმ ServeTheHome-ის მომხმარებელმა მეტსახელით lihp, რომელიც, როგორც ჩანს, გარკვეულ ცნობებს ფლობს ახალი მოდელების შესახებ - გვაცნობებს რესურსი VideoCardz. როგორც ინსაიდერი ამტკიცებს, Zen 3 არქიტექტურის მქონე Ryzen Threadripper HEDT-პროცესორების ანონსი ჩანიშნულია მიმდინარე წლის აგვისტოში, რაც ადასტურებს ენთუზიასტ KittyYukko-სგან გაზიარებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ახალი მოდელები სავაჭრო ობიექტებში სექტემბრიდან გამოჩნდება. ფოტოს წყარო: ServeTheHome, lihp გარდა ამისა, წყარო ადასტურებს AMD-ის მაღალი წარმადობის CPU-ებში 16-ბირთვიანი მოდელების არსებობას, აგრეთვე მათ თავსებადობას TRX40 ჩიპსეტის ბაზაზე არსებულ დედა დაფებთან firmware-ის განახლების პირობებში. შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად შემდეგი თაობის AMD Ryzen Threadripper HEDT-პროცესორები მიეკუთვნება Chagall სერიას და მათ შემადგენლობაში იქნება მაქსიმუმ 64 ბირთვი/128 ნაკადი. ასე რომ, თუ მონაცემები სწორია, მომავალი თაობის მაღალი წარმადობის AMD პროცესორები გამოჩნდება Ryzen Threadripper 3000-ის დებიუტიდან თითქმის ორი წლის შემდეგ. https://bit.ly/3fNpSw0 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.