Jump to content

Recommended Posts

Posted

მიუხედავად იმისა, რომ Zen 3 რქიტექტურაზე დაფუძნებული AMD Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორების დებიუტი ჯერ კიდევ გასულ წელს შედგა, მათი მაღალი წარმადობის „მოძმე“ Ryzen Threadripper-ების გამოსვლის შესახებ ამ დრომდე ბევრი არაფერია ცნობილი: სამომავლო HEDT-პროცესორების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაში წვლილი შეიტანა ფორუმ ServeTheHome-ის მომხმარებელმა მეტსახელით lihp, რომელიც, როგორც ჩანს, გარკვეულ ცნობებს ფლობს ახალი მოდელების შესახებ - გვაცნობებს რესურსი VideoCardz. 

image.jpeg 

როგორც ინსაიდერი ამტკიცებს, Zen 3  არქიტექტურის მქონე Ryzen Threadripper HEDT-პროცესორების ანონსი ჩანიშნულია მიმდინარე წლის აგვისტოში, რაც ადასტურებს ენთუზიასტ KittyYukko-სგან გაზიარებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ახალი მოდელები სავაჭრო ობიექტებში სექტემბრიდან გამოჩნდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო:ServeTheHome, lihp 

გარდა ამისა, წყარო ადასტურებს AMD-ის მაღალი წარმადობის CPU-ებში 16-ბირთვიანი მოდელების არსებობას, აგრეთვე მათ თავსებადობას TRX40 ჩიპსეტის ბაზაზე არსებულ დედა დაფებთან firmware-ის განახლების პირობებში. 

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად შემდეგი თაობის AMD Ryzen Threadripper HEDT-პროცესორები მიეკუთვნება Chagall სერიას და მათ შემადგენლობაში იქნება მაქსიმუმ 64 ბირთვი/128 ნაკადი. 

ასე რომ, თუ მონაცემები სწორია, მომავალი თაობის მაღალი წარმადობის AMD პროცესორები გამოჩნდება Ryzen Threadripper 3000-ის დებიუტიდან თითქმის ორი წლის შემდეგ. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.