Jump to content

Recommended Posts

Posted

იმ დროს, როდესაც კომპიუტერული ენთუზიასტების უმეტესობა კმაყოფილია ამჟამად არსებული პროცესორების განხილვით, ზოგი ენთუზიასტი და ინსაიდერი ფარდა ხდის სამომავლო პროდუქტების ზოგიერთ მახასიათებელს: როგორც რესურსი Tom's Hardware აცხადებს, სპეციალისტი, მეტსახელად ExecutableFix მიიჩნევს, რომ AMD-ის Zen 5 არქიტექტურის მქონე სამომავლო პროცესორები 3-ნანომეტრიანი სტანდარტით იქნება წარმოებული. 

image.jpeg 

ონლაინ-პლატფორმა Weibo-ზე ინსაიდერის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს თანახმად AMD Ryzen 8000 პროცესორები მიკუთვნებული იქნება Granite Ridge სერიას და დაფუძნებული იქნება Zen 5 არქიტექტურაზე, ხოლო ამავე სერიის ჰიბრიდულ პროცესორებს, რომლებიც მიეკუთვნება Strix Point თაობას, ექნებათ ჰეტეროგენული სტრუქტურა სამომავლო Intel Alder Lake პროცესორების მსგავსად: მოსალოდნელია, რომ AMD-ის APU-ის განკარგულებაში იქნება როგორც Zen 4D არქიტექტურის „მცირე“ ბირთვები, ისე დიდი ბირთვები Zen 5-ის ბაზაზე. 

image.jpeg 

სავარაუდოდ, AMD Granite Ridge დესკტოპ პროცესორები ჩაანაცვლებს Raphael (Zen 4) მოდელებს და ისინი თავსებადი იქნება Socket AM5 პლატფორმასთან, რომელიც, ამჟამად არსებული მონაცემებით, გამორჩეული იქნება ახალი ტიპის სოკეტითა (LGA 1718) და DDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია TSMC-იმ რომელიც AMD-სთვის ჩიპების წარმოებაზეა პასუხისმგებელი, 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენება უნდა დაიწყოს მომდევნო წლის მეორე ნახევარში, ამიტომ AMD-ის ახალი პროცესორების დებიუტი ხსენებულ ვადაზე ადრე მოსალოდნელი არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.