Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ცოტა ხნის წინ CPU-Z-ში გამოჩნდა Intel Core i7-11800H და დააფიქსირა კარგი შედეგები, რომლებიც არ ჩამოუვარდება კონკურენტ AMD Ryzen 7 5800H-ს. ამჯერად ცნობილმა ინსაინდერმა, სახელად Tum APISAK-მა ისაუბრა Intel Core i5-11400H პროცესორზე, რომელიც აგრეთვე შემჩნეულ იქნა MSI-ს სისტემის შემადგენლობაში, რომელშიც გამოყენებული იყო ლეპტოპებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორი Nvidia GeForce RTX 3050. ერთნაკადიანი წარმადობა შეფასდა 528 ქულით, მრავალნაკადიანმა შედეგმა კი შეადგინა 3301 ქულა. 

image.png 

AMD-ს პროდუქტებთან შედარებისას სამართლიანი იქნება არჩეულ იქნას AMD Ryzen 5 5600H, რადგან მასაც აქვს 6 ბირთვი, 12 ნაკადი და 45 ვატი TDP. Intel Core i5-11400H-ს უპირატესობა გააჩნია მაქსიმალური ტაქტის სიხშირის მხრივ, მაგრამ AMD-ს ჩიპი აღემატება ენერგოეფექტურობის კუთხით 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის წყალობით, 10-ნანომეტრიანი Tiger Lake ჩიპის წინააღმდეგ. Ryzen 5 5600H-მა 547 ქულა მიიღო ერთნაკადიან ტესტში და 4228 ქულა - მრავალნაკადიანი დატვირთვისას, რაც აფიქსირებს მის 3.69%- და 28.08% -იან უპირატესობას Core i5-11400H ჩიპთან შედარებით, შესაბამისად. 

image.jpeg 

შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ Intel Core i5-11400H უკეთ იმუშავებს, განსაკუთრებით ერთნაკადიან რეჟიმში. თუმცა, როგორც ჩანს, Tiger Lake ჩიპმა მიაღწია მაქსიმალურ 4.076 გჰც სიხშირეს. შესაძლოა ეს დაკავშირებულია Intel-ის ჩიპის ადრეულ ნიმუშთან, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესორს შესაძლოა ჰქონდეს მეტი წარმადობის რეზერვი ახალ საფეხურზე გადასვლისა და ხელახლა გადასინჯვის შემდეგ, განსაკუთრებით კი მრავალნაკადიან რეჟიმში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.