Magdalena Posted May 28, 2021 Posted May 28, 2021 ცოტა ხნის წინ CPU-Z-ში გამოჩნდა Intel Core i7-11800H და დააფიქსირა კარგი შედეგები, რომლებიც არ ჩამოუვარდება კონკურენტ AMD Ryzen 7 5800H-ს. ამჯერად ცნობილმა ინსაინდერმა, სახელად Tum APISAK-მა ისაუბრა Intel Core i5-11400H პროცესორზე, რომელიც აგრეთვე შემჩნეულ იქნა MSI-ს სისტემის შემადგენლობაში, რომელშიც გამოყენებული იყო ლეპტოპებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორი Nvidia GeForce RTX 3050. ერთნაკადიანი წარმადობა შეფასდა 528 ქულით, მრავალნაკადიანმა შედეგმა კი შეადგინა 3301 ქულა. AMD-ს პროდუქტებთან შედარებისას სამართლიანი იქნება არჩეულ იქნას AMD Ryzen 5 5600H, რადგან მასაც აქვს 6 ბირთვი, 12 ნაკადი და 45 ვატი TDP. Intel Core i5-11400H-ს უპირატესობა გააჩნია მაქსიმალური ტაქტის სიხშირის მხრივ, მაგრამ AMD-ს ჩიპი აღემატება ენერგოეფექტურობის კუთხით 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის წყალობით, 10-ნანომეტრიანი Tiger Lake ჩიპის წინააღმდეგ. Ryzen 5 5600H-მა 547 ქულა მიიღო ერთნაკადიან ტესტში და 4228 ქულა - მრავალნაკადიანი დატვირთვისას, რაც აფიქსირებს მის 3.69%- და 28.08% -იან უპირატესობას Core i5-11400H ჩიპთან შედარებით, შესაბამისად. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ Intel Core i5-11400H უკეთ იმუშავებს, განსაკუთრებით ერთნაკადიან რეჟიმში. თუმცა, როგორც ჩანს, Tiger Lake ჩიპმა მიაღწია მაქსიმალურ 4.076 გჰც სიხშირეს. შესაძლოა ეს დაკავშირებულია Intel-ის ჩიპის ადრეულ ნიმუშთან, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესორს შესაძლოა ჰქონდეს მეტი წარმადობის რეზერვი ახალ საფეხურზე გადასვლისა და ხელახლა გადასინჯვის შემდეგ, განსაკუთრებით კი მრავალნაკადიან რეჟიმში. https://bit.ly/3fHm8fA Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.