Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წინადადება საგადახდო კანონმდებლობაზე დაკვირვების გაძლიერების შესახებ მოიცავს მოთხოვნას, რომ გადასახადების სამმართველოს (IRS) მიეწოდოს ინფორმაცია 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტო ტრანზაქციების განხორციელების შემთხვევებში. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში. 

ხელისუფლების აზრით, ციფრული აქტივები "სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს". ისინი ხელს უწყობენ უკანონო საქმიანობას, მათ შორის გადასახადებისგან თავის არიდებას. 

მოსალოდნელია, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში კრიპტო ტრანზაქციების როლი გაიზრდება,” - ნათქვამია მოხსენებაში.  

ხალი წესების დანერგვა შემოსავლებისგან თავის არიდებისა და დაფარვის მინიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა - დააკონკრეტეს ფინანსთა სამინისტროში. დოკუმენტის თანახმად, ანგარიშგების რეჟიმი გავრცელდება „უცხოურ ფინანსურ დაწესებულებებზე, კრიპტო ბირჟებსა და სამეურვეო (კასტოდიალურ) ორგანიზაციებზე“. 

„ისევე, როგორც ტრადიციული ტრანზაქციების შემთხვევაში, ბიზნესი, რომელიც მიიღებს 10 ათას აშშ დოლარზე მეტი საბაზრო ღირებულების კრიპტო აქტივებს, ვალდებული იქნება გვაცნობოს ამის შესახებ“ - აღნიშნა სააგენტომ. 

სავარაუდოდ, ახალი წესები ძალაში 2023 წლიდან შევა. 

ადრე IRS-მა განმარტა, რომ აშშ-ს მაცხოვრებლებს არ სჭირდებათ კრიპტოვალუტის შეძენის შესახებ განაცხადონ დეკლარაციის პირველ გვერდზე ფორმა 1040-ის მიხედვით, თუ ისინი იცავენ Buy & Hold სტრატეგიას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.