Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო პერიოდში კრიპო ბაზარი ნამდვილ დანაღმულ ველად გადაიქცა, რომელზეც „ამერიკული მთების“ ატრაქციონია განლაგებული. ტრედერები მილიარდებს კარგავენ, ინვესტორები ერთი ტოკენიდან მეორისკენ გარბიან, კრიპტო ვეშაპები კი პატარა თევზებს ყლაპავენ და კრიპტოვალუტების რიგითი მფლობელებისგან ხდენენ ფულის „გამორეცხვას“. ვითარება განსაკუთრებით მაშნ გაუარესდა, როდესაც ციფრული ფულით დაინტერესდა ილონ მასკი, რომელიც ბაზარზე რყევებს იწვევს და რეალური მოგების შანსს ნულამდე ამცირებს. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ შეედრება თაღლითობებს, რომლებსაც კიბერდამნაშავეები ახორციელებენ მთელ მსოფლიოში. 

image.jpeg 

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის მონაცემებით 2021 წლის 1 კვარტალში შეინიშნება კრიპტოვალუტებით თაღლითური ოპერაციების ათმაგი ზრდა. ამავე დროს, 2020 წლის ოქტრომბრის შემდეგ ინვესტორების დანაკარგებმა 80 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა რეალური მაჩვენებლი შესაძლოა ათჯერ მეტი იყოს. საქმე ის არის, რომ ბევრს არ სურს პრობლემებზე პოლიციასთან საუბარი, რადგანაც ამ დრომდე მათი კრიპტოვალუტა ჩრდილში იმყოფებოდა და არ იხდიდნენ გადასახადებს. აგრეთვე ცნობილია, რომ საშუალო თანხა, რომელიც ინვესტორებმა დაკარგეს, შეადგენს 1900 აშშ დოლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ თაღლითები მცირე მასშტაბის დანაშაულსაც არ ერიდებიან. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ მსხვილი ვეშაპები არ დაზარალდებიან, რიგითი მოქალაქეები კი რისკის ქვეშ არიან. 

რისკის ჯგუფებზე თუ ვისაუბრებთ, მათი ძირიადი შემადგენელი ნაწილია 20-49 წლის მოსახლეობა. ზოგ მომხმარებელს თავიანთი საპენსიო დანაზოგი საეჭვო ფონდებში გადააქვს და ამით მშვიდი სიბერის შანსს ეთხოვებიან. FTC აცხადებს, რომ მომხმარებლებისგან კრიპტოვალუტების წართმევის გზები სულ უფრო იხვეწება. თაღლითები იყენებენ ცნობილი ადამიანების სახელებს და ინვესტორების მოზიდვას ხმამაღალი სათაურებით ცდილობენ. ხშირად არის შემოავაზებული მონეტების გაორმაგების სქემა ილონ მასკის, ან სხვა ცნობილი პირის ყალბი სახელით, რაც პოტენციურ მსხვერპლში იწვევს ნდობის ამაღლებას, შესაბამისად, ამგვარი პირების მოტყუება ბევრად ადვილია. 

image.png 

FTC-მ შექმნა სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოცემულია, თუ როგორ არ უნდა წამოეგოს ადამიანი თაღლითების სატყუარას. ცნობისთვის, 2020 წელს დაფიქსირდა კრიპტოვალუტებით თაღლითობის მხოლოდ 570 საქმე, ინვესტორების დანაკარგმა კი 7.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.