Jump to content

Recommended Posts

Posted

Google ყოველწლიურად წარადგენს მრავალრიცხოვან სერვისს მიმოწერისთვის, მონაცემებისა და მედიაკონტენტის გაცვლისთვის - კომპანიის ახალ შემოავაზებას კი შეუძლია შეცვალოს თამაშის წესები. Project Starline მომხმარებლებს საშუალებას მისცემს იკონტაქტონ ისე, თითოს ერთმანეთისგან ერთი ხელის გაწვდენაზე იმყოფებიან. 

image.jpeg 

Google-ის ბლოგში არსებული ჩანაწერის თანახმად ტექნოლოგია ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს თავი უფრო მეტად დაკავშირებულად იგრძნონ მაშინაც კი, თუკი სხვადასხვა ქალაქში ან ქვეყანაში იმყოფებიან. პროექტი წარმოადგეს რთულ აპარატულ-პროგრამულ კომპლექსს, რომელიც მზად არის უზრუნველყოს საუბარი გამვირვალე მინის მიღმა. თანამოსაუბრე იქნება „სამგანზომილებიანი“, რეალური ზომის. 

ტექნოლოგიის შემუშავებისთვის კომპანიამ გამოიყენა კომპიუტერული ხედვის ალგორითმები, მანქანური სწავლება, სივრცითი ხმა და მონაცემთა შემჭიდროვება რეალური დროის რეჟიმში. დამატებით შეიქმნა დისპლეი, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოიქმნას ღრმა, სამგანზომილებიანი გამოსახულება სპეციალური სათვალის ან ჰედსეტის გამოყენების გარეშე. 

ჯერჯერობით Project Starline ხელმისაწვდომია მხოლოდ Google-ის ზოგიერთ ოფისში. კომპანიის მთავარი მიზანია სისტემა გახდეს უფრო ხელმისაწვდომი. დეველოპერების მონაცემებით თავად Google-ის თანამშრომლებმა უკვე ათასობით საათი გაატარეს ტექნოლოგიით სარგებლობისას, ისინი ეკონტაქტებოდნენ კოლეგებს სან-ფრანცისკოდან, ნიუ-იორკიდან და სიეტლიდან. სადემონსტრაციო პროექტების რეალიზაცია ასევე მოხდა მედიცინისა და მედიატექნოლოგიების სფეროების ზოგიერთ პარტნიორთან. მიმდინარე წლისთვის დაგეგმილია კიდევ უფრო მეტი პროექტი კორპორატიული მომხმარებლების გამოყენებით უკუკავშირის მისაღებად და გამოვლენილი ხარვზების მოსაგვარებლად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.