Magdalena Posted May 22, 2021 Posted May 22, 2021 Bloomberg-ის ახალი ანგარიში ნათელს ჰფენს Apple-ის საფირმო ARM-ჩიპებზე დამყარებულ სამომავლო კომპიუტერებს. ცნობილი გახდა, რომ კომპანია მუშაობს სრულიად ახალ, 40-ბირთვიანი ARM-პროცესორის მქონე Mac Pro-სა და მაღალი წარმადობის Mac mini-ზე. Apple ქმნის Mac Pro-ს ორ მოდიფიკაციას, რომელთა კოდური დასახელებებია Jade 2C-Die და Jade 4C-Die. პირველ მათგანს ექნება 20-ბირთვიანი პროცესორი, რომელთაგან 16 ბირთვი იქნება ენერგოეფექტური, ოთხი კი - მაღალი წარმადობის. მას ექნება 64-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი. უფროსი, 40-ბირთვიანი მოდიფიკაცია წარმოდგენილი იქნება 32 ენერგოეფექტური და 8 მაღალი წარმადობის ბირთვით. GPU 128-ბირთვიანია. Mac Pro არის Apple-ის სამომავლო მოწყობილობებიდან ყველაზე გასაიდუმლოებული კომპიუტერი. სავარაუდოდ, მისი დიზაინი აქტუალური Mac Pro-ს მსგავსი იქნება, თუმცა ზომაში შემცირდება თითქმის ორჯერ. ასევე ცნობილია, რომ ახალი Mac Pro მომდევნო წელს გამოვა. რაც შეეხება სამომავლო Mac mini-ს, ცნობილია, რომ მას ისეთივე ჩიპი ექნება, როგორიც მომდევნო თაობის MacBook Pro-ს. ეს იქნება 10-ბირთვიანი ARM-პროცესორი, ინტეგრირებულ GPU-ში მოცემული იქნება 16 ან 32 გრაფიკული ბირთვი. Thunderbolt კონექტორების რაოდენობა ოთხამდე გაიზრდება. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა მიაღწევს 64 გბ-ს იმ დროს, როდესაც აქტუალური მოდელის RAM მხოლოდ 16 გიგაბაიტია. Bloomberg აგრეთვე ვარაუდობს, რომ კომპანია კუპერტინოდან მუშაობს უფრო დიდ iMac-ზეც, რომელიც ასევე დამყარებული იქნება ახალ, გაცილებით მაღალი წარმადობის ARM-ჩიპზე. https://bit.ly/3fxiwwi
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now