Jump to content

Recommended Posts

Posted

Bloomberg-ის ახალი ანგარიში ნათელს ფენს Apple-ის საფირმო ARM-ჩიპებზე დამყარებულ სამომავლო კომპიუტერებს. ცნობილი გახდა, რომ კომპანია მუშაობს სრულიად ახალ, 40-ბირთვიანი ARM-პროცესორის მქონე Mac Pro-სა და მაღალი წარმადობის Mac mini-ზე. 

image.jpeg 

Apple ქმნის Mac Pro-ს ორ მოდიფიკაციას, რომელთა კოდური დასახელებებია Jade 2C-Die და Jade 4C-Die. პირველ მათგანს ექნება 20-ბირთვიანი პროცესორი, რომელთაგან 16 ბირთვი იქნება ენერგოეფექტური, ოთხი კი - მაღალი წარმადობის. მას ექნება 64-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი. უფროსი, 40-ბირთვიანი მოდიფიკაცია წარმოდგენილი იქნება 32 ენერგოეფექტური და 8 მაღალი წარმადობის ბირთვით. GPU 128-ბირთვიანია. Mac Pro არის Apple-ის ამომავლო მოწყობილობებიდან ყველაზე გასაიდუმლოებული კომპიუტერი. სავარაუდოდ, მისი დიზაინი აქტუალური Mac Pro-ს მსგავსი იქნება, თუმცა ზომაში შემცირდება თითქმის ორჯერ. ასევე ცნობილია, რომ ახალი Mac Pro მომდევნო წელს გამოვა. 

image.jpeg 

რაც შეეხება სამომავლო Mac mini-ს, ცნობილია, რომ მას ისეთივე ჩიპი ექნება, როგორიც მომდევნო თაობის MacBook Pro-ს. ეს იქნება 10-ბირთვიანი ARM-პროცესორი, ინტეგრირებულ GPU-ში მოცემული იქნება 16 ან 32 გრაფიკული ბირთვი. Thunderbolt კონექტრების რაოდენობა ოთხამდე გაიზრდება. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა მიაღწევს 64 გბ-ს იმ დროს, როდესაც აქტუალური მოდელის RAM მხოლოდ 16 გიგაბაიტია. 

Bloomberg აგრეთვე ვარაუდობს, რომ კომპანია კუპერტინოდან მუშაობს უფრო დიდ iMac-ზეც, რომელიც ასევე დამყარებული იქნება ახალ, გაცილებით მაღალი წარმადობის ARM-ჩიპზე. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.