Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ამერიკის ფინანსური კონგლომერატი Bank of America შეუერთდა Paxos Settlement Service-ს, ბლოკჩეინზე დაფუძნებულ, ფასიანი ქაღალდები ანგარიშსწორების პლატფორმას - წერს Bloomberg. 

სერვისი Bank of America-ს საშუალებას მისცემს გარიგებები დაასრულოს იმავე დღეს. როგორც წესი, ამ პროცესს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ჩვეულებრივ ორი დღე სჭირდება. 

მანამდე პლატფორმისადმი ინტერესი გამოიჩინეს Credit Suisse-მა, Societe Generale-მა და ბროკერ Instinet-მა, რომელიც იაპონურ ჰოლდინგ Nomura-ს ნაწილია. 

2020 წლის ივლისში Paxos-მა აამოქმედა სერვისი Crypto Brokerage, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს მოახდინონ ციფრული ვალუტების ყიდვა-გაყიდვის პროცესების ინტეგრირება საკუთარ ბიზნეს-პროცესებში. მისი პირველი მომხმარებელი გახდა fintech-სტარტაპი Revolut US. 

იმავე თვეში მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ საგადახდო გიგანტმა PayPal-მა Paxos აირჩია ახალი სერვისის ფარგლებში კრიპტო აქტივების სამართავად. 

წლის ბოლოს კომპანიამ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განაცხადით მიმართა ეროვნული ტრასტ-ბანკის ლიცენზიის მიღებისთვის. მარეგულირებელმა ორგანომ Paxos-ს პირობითი ნებართვა მისცა მიმდინარე წლის აპრილში. 

კომპანიის გეგმაშია კლირინგ-სააგენტოს ლიცენზიის მიღება 2021 წლის ბოლომდე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.