Magdalena Posted May 21, 2021 Posted May 21, 2021 ამერიკის ფინანსური კონგლომერატი Bank of America შეუერთდა Paxos Settlement Service-ს, ბლოკჩეინზე დაფუძნებულ, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების პლატფორმას - წერს Bloomberg. სერვისი Bank of America-ს საშუალებას მისცემს გარიგებები დაასრულოს იმავე დღეს. როგორც წესი, ამ პროცესს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ჩვეულებრივ ორი დღე სჭირდება. მანამდე პლატფორმისადმი ინტერესი გამოიჩინეს Credit Suisse-მა, Societe Generale-მა და ბროკერ Instinet-მა, რომელიც იაპონურ ჰოლდინგ Nomura-ს ნაწილია. 2020 წლის ივლისში Paxos-მა აამოქმედა სერვისი Crypto Brokerage, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს მოახდინონ ციფრული ვალუტების ყიდვა-გაყიდვის პროცესების ინტეგრირება საკუთარ ბიზნეს-პროცესებში. მისი პირველი მომხმარებელი გახდა fintech-სტარტაპი Revolut US. იმავე თვეში მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ საგადახდო გიგანტმა PayPal-მა Paxos აირჩია ახალი სერვისის ფარგლებში კრიპტო აქტივების სამართავად. წლის ბოლოს კომპანიამ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განაცხადით მიმართა ეროვნული ტრასტ-ბანკის ლიცენზიის მიღებისთვის. მარეგულირებელმა ორგანომ Paxos-ს პირობითი ნებართვა მისცა მიმდინარე წლის აპრილში. კომპანიის გეგმაშია კლირინგ-სააგენტოს ლიცენზიის მიღება 2021 წლის ბოლომდე. https://bit.ly/2T2K6dD
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now