Jump to content

Recommended Posts

Posted

Google-მა და Seagate-მა დააანონსეს მანქანური სწავლების მოდელის შექმნა, რომელსაც შეუძლია მყარი დისკის დაზიანების პროგნოზირება მის მწყობრიდან გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ამ საკიხის გადაწყვეტა ადვილი არ იყო Google-ისთვისაც კი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების სფეროებში. 

image.jpeg 

extremetech.com 

ჯერ კიდევ 2016 წელს კომპანია Backblaze-მა განაცხადა, რომ მოახდინა ხუთი SMART-ატრიბუტის მონიტორინგი მყარი დისკის მოსალოდნელი დაზიანების პროგნოზირების მიზნით. ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ SMART 5, 187, 188, 197 და 198 ატრიბუტების მნიშვნელობები კარგად კორელირებენ დისკების მწყობრიდან გამოსვლაზე. გაირკვა, რომ დაზიანებული HDD-ების 76.7 %-ში შეინიშნებოდა გარკვეული სახის შეცდომები მითითებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ხოლო დისკების მხოლოდ 4.2% ინარჩუნებდა მუშაობის უნარს. ასეა თუ ისე, კომპანიამ ვერ დაამტკიცა ზუსტი დამოკიდებულება ამ მაჩვენებლებს შორის. 

image.jpeg 

extremetech.com 

მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს, თუ როგორ ზრდის ერთ-ერთი SMART-ატრიბუტის შეცდომა რომელიმე ერთი სხვა ატრიბუტის არაკორექტულობის ალბათობას. მხოლოდ ორ მათგანზე ფიქსირდება პირდაპირი დამოკიდებულება. 2016 წელს HDD-ის მწყორიდან გამოსვლა ანალიზს რთულად ექვემდებარებოდა. 

მჟამად Google და Seagate აგროვებენ გაურკვეველი რაოდენობის SMART-ინფორმაციას და ცნობებს მონაცემთა შენახვა-დამუშავების ცენტრებიდან, სადაც დიდი რაოდენობით მყარი დისკი გამოიყენება, აგრეთვე აგროვებენ HDD (OVD და FARM) ლოგებს და ცნობებს დისკების წარმოების შესახებ მოდელისა და სერიის ჩათვლით. სხვა სიტყვებით, Google აგროვებს ბევრად მეტ ინფორმაციას, ვიდრე Backblaze - რამდენიმე წლის წინ. 

Google-ის მონაცემებით, გამოიყენება დაზიანების პროგნოზირების ორი სისტემა, ამასთან „ცხრილების კლასიფიკატორი“ მოდელი AutoML უზრუნველყოფ პროგნოზის 98%-იან სიზუსტეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი ექსპერტებს კითხვებს უჩენს, Google ამბობს, რომ ახალი მოდელი ხელს უწყობს მყარი დისკის გაუმართაობის ყველაზე გავრცელებული მიზეზების გამოვლენას. 

„ჩვენ უკვე ვგეგმავთ სისტემის მოქმედების გავრცელებას Seagate-ის ყველა დისკზე და მოუთმენლად ველოდებით ვნახოთ, რა უპირატესობას მიანიჭებს იგი ჩვენს OEM-დეველოპერებსა და მომხმარებლებს“ - აცხადებს Google. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.