Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ბოლო წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში მეცნიერები აქტიურად ქმნიან და ავითარებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც პარალიზებულ ადამიანებს ეხმარება სხვებთან კომუნიკაციაში, რისთვისაც იყენებენ ტვინის იმპლანტებს. ამასთან, დღემდე ამ ტექნოლოგიების უმეტესობა საკმაოდ ნელა "თარგმნის" აზრებს გასაგებ სიტყვებად და ფრაზებად. 

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ტექნიკა, რომელიც წერის უნარზე პასუხისმგებელ ტვინის აქტივობას გარდაქმნის ტექსტად და ეკრანზე გამოაქვს. კვლევის თანაავტორი გახდა 65 წლის მოხალისე (პირობითი სახელით T5), რომელიც მძიმე ტრავმის შედეგად კისრის ქვემოთ არის პარალიზებული. 

პირველ რიგში მას ჩაუდგეს ორი ჩიპი-იმპლანტი ტვნის მოტორულ მონაკვეთში. ამის შემდეგ მეცნიერებმა პაციენტს სთხოვეს აზრობრივად დაეწერა რაიმე ტექსტი ქაღალდზე. ტვინის ჩიპებმა მაშინვე დააფიქსირეს ნერვული იმპულსები და გაუგზავნეს კომპიუტერს, სადაც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე არსებულმა ალგორითმმა გაშიფრა „აზრობრივი ნაწერი“. რეალურად, მეცნიერების თვალწინ გაჩნდა ისეთი ტექსტი, თითქოს ის ჯანმრთელი ადამიანის ხელით იყო დაწერილი.  

ექსპერიმენტის შედეგად T5-მა შეძლო წუთში დაახლოებით 18 სიტყვის დაწერა დაახლოებით 95%-იანი სიზუსტით. შედარებისთვის, პაციენტის ჯანმრთელ ანალოგს შეუძლია სმარტფონზე წუთში დაახლოები 23 სიტყვის აკრეფვა. მკვლევარების აზრით, მათ მიერ შემუავებული ტექნოლოგია ხელს შეუწყობს ზურგის ტვინის მძიმე დაზიანების, ამიოტროფული სკლეროზისა და ინსულტის მქონე პაციენტებს სხვა პირებთან კომუნიკაციაში.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.