Magdalena Posted May 18, 2021 Posted May 18, 2021 Intel მუშაობს ახალ ტექნოლოგია Enhancing Photorealism Enhancement-ზე, რომელიც საშუალებას იძლევა ვიდეო გრაფიკა მაქსიმალურად რეალისტური გახდეს. კომპანიამ ტექნოლოგიის დემონსტრირება მოახდინა GTA V-ს მაგალითზე. იხილეთ ვიდეო: https://bit.ly/3fh4D5w მოცემული ვიდეო ნახვისას შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ გზების ხარისხი ჩამორჩება ორიგინალ ვიდეოს, თუმცა შენობები და ავტომობილები მართლაც რეალისტურად გამოიყურება. გრაფიკის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ნეიროქსელი გამოიყენება. კონკრეტულად ეს მეთოდი, „ქუჩის ფოტოგრაფია“, ნეიროქსელმა ნავიგატორების ხარჯზე შეისწავლა. რაღა თქმა უნდა, იმას, რომ ეს არ არის ნამდვილი ვიდეო, გასცემს არა მხოლოდ გზები, არამედ ზოგჯერ გამოჩენილი არტეფაქტები, ქუჩაში ხალხის არარსებობა. თუკი პირველი მათგანი არის ნეიროქსელის ნაკლოვანება, მეორე ადვილად გამოსწორებადია. მოძრაობის თვალშისაცემი დაბინდვა გაკეთდა იმისთვის, რომ გამოსახულებას მიენიჭოს მეტი რეალისტურობა და დაიფაროს ნაკლოვანებები. დეველოპერებმა განაცხადეს, რომ ტექნოლოგია აგრეთვე უზრუნველყოფს მცენარეულობის კონტრასტულობის მატებას. https://bit.ly/2RagScc
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now