Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Sonos-მა, რომელიც აუდიოტექნიკას აწარმოებს, წარმატებას მიაღწია Google-თან სასამართლო დავაში. გერმანულმა სასამართლომ Google-ის წინააღმდეგ წინასწარი აკრძალვის ბრძანება გამოსცა Sonos-ის ერთ-ერთი პატენტის დარღვევის გამო. არსებული მონაცემებით, საუბარი ეხება უსადენო დინამიკის ტექნოლოგიას, რომლის კოპირება სავარაუდოდ მოახდინა Google-მა რამდენიმე წლის წინ, როდესაც კომპანიები ერთად მუშაობდნენ. 

image.jpeg 

სასამართლოს გადაწყვეტილებით Google-ს აეკრძალება გერმანიის ტერიტორიაზე ნებისმიერი იმ მოწყობილობის გაყიდვა, რომელშიც Sonos-ის ტექნოლოგიაა გამოყენებული. ამან შეიძლება აიძულოს კომპანია - დროებით შეაჩეროს სმარტ-დინამიკების, მედიაფლეიერებისა და სმარტფონების გაყიდვა. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, ამიტომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად ძლიერ გავლენას მოახდენს ამერიკული კომპანიის ბიზნესზე გერმანიაში. დიდი ალბათობით, Google შეეცდება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. 

„ჩვენ სასამართლოს მადლიერნი ვართ, რათა აღიარა Google-ის მიერ Sonos-ის ინტელექტუალური საკუთრების უხეში დარღვევა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს ძალისხმევაში, რათა დავიცვათ ჩვენი ინოვაციები და წინ აღვუდგეთ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების უსამართლო ქმედებებს“ - განაცხადა Sonos-ის იურისტმა Eddie Lazarus-მა. 

Sonos-მა Google-ის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის დასაწყისში შეიტანა. Google არ დაეთანხმა ბრალდებას და ორ კომპანიას შორის არსებული კონფლიქტი იმდენად გაიზარდა, რომ ამჟამად მას განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო კომისია, აგრეთვე გერმანიის, კანადის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების სასამართლოები. 

სამართლებრივი წარმატების პარალელურად Sonos-მა გაასააროვა მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები. სამთვიანი პერიოდის განმავლობაში აუდიოტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო 32.9 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 90%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. კორექტირებულმა მოგებამ შეადგინა 0.31 აშშ დოლარი თითო აქციაზე იმ დროს, როდესაც გასულ წელს წლიური ზარალი თითო აქციაზე 0.34 აშშ დოლარი იყო. ამის ფონზე კომპანიამ დააკორექტირა მთლიანი 2021 წლის პროგნოზი. მოსალოდნელია, რომ 2021 ფინანსურ წელს Sonos მიიღებს 1.63-დან 1.68 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალს და დააფიქსირებს წლიურ 30%-ან ზრდას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.