Jump to content

Recommended Posts

Posted

eBay-ზე ნებადართული გახდა NFT-ს გაყიდვა, კოლექციონირების ციფრული პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია ფიზიკური პროდუქტების გვერდით. ამჟამად eBay გასაყიდ განაცხადებში NFT-ის განთავსების ნებართვას აძლევს მხოლოდ ვერიფიცირებულ გამყიდველებს და თანა მხოლოდ გარკვეულ სეგმენტებში, მაგალითად სურათების, მუსიკის, გართობისა და ხელოვნების სფეროს კატეგორიებში. 

image.jpeg 

კომპანია აცხადებს, რომ გეგმავს სამომავლოდ განავითაროს თავისი ინსტრუმენტები და პოლიტიკა, რათა დანერგოს NFT-ების სხვა კატეგორიებში გაყიდვის შესაძლებლობაც. EBay ამჟამად ამოწმებს ახალ ფუნქციონალს და აგროვებს საზოგადოების უკუკავშირს NFT ოპერაციების შესახებ. კომპანიის ბლოგში აღნიშნულია, რომ მუშაობენ განახლებაზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ივაჭრონ კოლექცინირების ციფრული პროდუქტებით, თუმცა ჯერჯერობით უცნობია NFT-ის გარდა კიდევ რა პროდუქტებს შეიძლება გულისხმობდეს ეს განაცხადი. 

image.jpeg 

მიმდინარე თვის დასაწყისში eBay-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მომავალში სავაჭრო პლატფორმაზე შესაძლებელი გახდება ნივთების შეძენა კრიპტოვალუტით, თუმცა არ დაუკონკრეტებია ეს როდის მოხდება. ამჟამად ყველა შესყიდვისთვის გამოიყენება სტანდარტული საანგარიშსწორებო სისტემა, რომელსაც უკავშირდება საბანკო ბარათი ან PayPal-ის ანგარიში. 

შეგახსენებთ, NFT ანუ არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენი - ეს გახლავთ კრიპტოგრაფიული ტოკენის სახეობა, რომლის თითოეული ეგზემპლარი უნიკალურია და შეუძლებელია მისი ჩანაცვლება ანალოგიური ტოკენით. NFT არის ციფრული ობიექტის უნიკალურობის ერთგვარი სერტიფიკატი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.