Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კომპანია Sony-მ გააფორმა პატენტი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დამყარებულ ტექნოლოგიაზე, რომელიც შეძლებს გეიმერის ჩანაცვლებას კომპიუტერული თამაშების პროცესში. მარტივად რომ ითქვას, ეს ხელოვნური ინტელექტი ითამაშებს მფლობელის ნაცვლად, ამასთან იგი გაიმეორებს მისი თამაშის უნიკალურ სტილს. ეს გახლავთ გაცილებით მოწინავე ტექნოლოგია, ვიდრე ონლაინ-თამაშებისთვის განკუთვნილი ფართოდ გავრცელებული ბოტები. 

იმისთვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა თამაში ისწავლოს, იგი უნდა დააკვირდეს მომხმარებელს, დააკოპიროს მისი ქმედებები და შეისწავლოს გეიმფლეის ნიუანსები. ამგვარი ნეიროქსელი ვერ ერკვევა თამაშის არსში, მას წარმოდგენა არ აქვს წესების, ტაქტიკისა და სტრატეგიების შესახებ, მაგრამ მეტად კარგად იმიტირებს კონკრეტული ადამიანის თამაშის სტილს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი შეძლებს მუდმივად გამარჯვებას და ახალ სიტუაციასთან დამოუკიდებლად მორგებას. სამაგიეროდ ნეიროქსელი უპრობლემოდ ჩაანაცვლებს გეიმერს, თუკი მას, მაგალითად, ონლაინ-თამაში რაუნდის დროს ჩაის მოსამზადებლად სამზარეულოში გასვლა მოესურვება. 

image.jpegორიგინალი პატენტის სქემა 

თანამედროვე MMO (მრავალმომხმარებლიანი) გეიმინგ-ინდუსტრია გაჭიანურებულ კრიზისს განიცდის, რომლის მთავარი ნიშანია ერთფეროვანი გეიმფლეის მქონე ონლაინ-თამაშების დომინირება. ვითარება ნაწილობრივ განპირობებულია გამომცემელთა ფინანსური მადით - MMO-ში უფრო ადვილია მიკროტრანზაქციებსა და კონტენტის შესყიდვებზე გეიმერების მიჯაჭვულობა. თავისი წვლილი შეაქვთ მაინერებსაც, რომლებიც ყიდულობენ მაღალი წარმადობის ვიდეო დაფებს, პროცესორებსა და მყარ დისკებს, რის გამოც ამ მოწყობილობებზე ფასი მრავალჯერ გაიზარდა და უამრავი გეიმერი ვერ ახერხებს კომპიუტერების განახლებას. ასე რომ მათ უწევთ ერთგვაროვაი კვესტების შესრულება მრავალჯერ, რაც თავისუფლად შეიძლება დაეკისროს დაუზარელ ხელოვნურ ინტელექტს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.