Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ცნობილია, Apple-ის სამომავლო ლეპტოპებს ახალი, კაშკაშა დიზაინი ექნებათ ახლად წარდგენილი iMac-ის სტილში, რომელიც დამყარებულია ARM-პროცესორ Apple M1-ზე. ამჟამად ცნობილმა ინსაიდერმა Jon Prosser-მა გააზიარა მისი თქმით მაქსიმალურად ზუსტი და საიმედო რენდერები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სამომავლო ლეპტოპების დიზაინზე წარმოდგენის შექმნა. 

image.jpeg 

ინსაიდერის თქმით, მის მიერ გამოქვეყნებული რენდერები სამომავლო MacBook Air-ს დემონსტრირებს. იგი ამგვარ დასკვნამდე მივიდა მოწყობილობების თხელი კორპუსისა და იმ ფაქტის საფუძველზე, რომ ლეპტოპების დიზაინი აშკარად არ შეესაბამება აქამდე ჰაკერების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ასახულ MacBook Pro-ს. 

image.jpeg 

პროსერმა აღნიშნა, რომ ლეპტოპის სისქე ყველა ფართობზე ერთნაირი იქნება. გარდა ამისა, ეს იქნება პირველი MacBook მოდელი 2010 წლის შემდეგ, რომელიც თეთრი ფერის კლავიატურით იქნება წარმოდგენილი. ფუნქციონალური ღილაკების ზომის გაზრდის გამო მთლიანი კლავიატურა განთავსებულია ოდნავ ქვემოთ და იკავებს სენსორული პანელის (თაჩპედის) ფართობის ნაწილს. 

image.jpeg 

ლეპტოპის ორივე გვერდზე მოცემული იქნება თითო USB-C პორტი. წყარომ განაცხადა, რომ MagSafe კონექტორი არ იქნა რენდერებში დამატებული, რადგანაც იგი არ ჩანს მოწყობილობის იმ ფოტოზე, რომლის მიხედვითაც მოცემული რენდერები შეიქმნა. ამასთან, გამომცემლობა Bloomberg-მა ადრე განაცხადა, რომ სამომავლო MacBooc Air და Pro აღჭურვილი იქნება მაგნიტური კონექტორით დამტენ მოწყობილობასთან მისაერთებლად. 

image.jpeg 

მნიშვნელოვანი ცვლილებებია ლეპტოპის ქვედა პანელზე. ოთხი მრგვალი ფეხის ნაცვლად ამჯერად გამოყენებული იქნება ორი წაგრძელებული სადგამი, რომლებიც განავსდება კორპუსის გვერდების პარალელურად. 

image.jpeg 

პროსერი აცხადებს, რომ რენდერებზე გამოსახული ნოუთბუქის წარდგენა შედგება მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში. მიიჩნევა, რომ სამომავლო MacBook Air დაყარებული იქნება ახალ ARM-ჩიპსეტ M2-ზე, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის შესამჩნევ ზრდას აქტუალურ M1 ჩიპთან შედარებით. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.