Magdalena Posted May 14, 2021 Posted May 14, 2021 კრიპტოვალუტების უმსხვილესი საჯარო კომპანია MicroStrategy-ს ხელმძღვანელი მაიკლ სეილორი Bitcoin-ს მიიჩნევს მთელი 21-ე საუკუნის დაგროვების მთავარ საშუალებად. ამის შესახებ მან Kitco News-თან ინტერვიუში ისაუბრა. მაშ ასე, სეილორმა მთავარ კრიპტოვალუტას ყველაზე მძლავრი ტექნოლოგია უწოდა. სწორედ Bitcoin-მა შეძლო 12 წლის განმავლობაში 0-დან 1 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაზრდა. MicroStrategy-ს გენერალური დირექტორის თქმით Bitcoin-ი გახდება დაგროვების მთავარი საშუალება XXI საუკუნეში. იგი თვლის, რომ კაცობრიობას ახლა ძალიან სჭირდება ძლიერი აქტივები და ვალუტები. თუკი ადამიანებს სურთ ღირსეულად ცხოვრება, ასეთ შემთხვევაში ეს აქტივი უნდა იყოს ციფრული, აღნიშნა მან. „Bitcoin-ი ამჟამად არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და ძლიერი ძალა. 12 წლის განმავლობაში მისი ღირებულება 0-დან ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეს მას თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დესტრუქციულ ტექნოლოგიად აქცევს, იმაზე უფრო დესტრუქციულად, ვიდრე არის Amazon, Apple, Facebook და Google. ", - განაცხადა ტოპ მენეჯერმა. MicroStrategy კრიპტოვალუტის უდიდესი მფლობელია საჯარო კომპანიებს შორის. ამჟამად კომპანიას აქვს 91.5 ათასი Bitcoin-ი. მათი გადახდილი საშუალო ფასი ერთ მონეტაში არის 24.3 ათასი აშშ დოლარი. https://bit.ly/3f6lFDq
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now