Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ დაიწყო მსოფლიოში პირველი ოპერატიული მეხსიერების მოდულების წარმოება CXL (Compute Express Link) სალტით. მსგავსი მოდულები მთლიანად ცვლის წარმოდგენას ოპერატიული მეხსიერების შესახებ. მეხსიერების ბლოკი შეიძლება იყოს დაკავშირებული PCIe 5.0 პროტოკოლების გამოყენებით და აქვს მოცულობა 1 ტერაბაიტამდე ან მეტი, ამავე დროს შეიძლება ერთდროულად იყოს პროცესორის, ვიდეო დაფისა და ამაჩქარებლის საბაზისო მეხსიერება. ეს ბევრ რამეს შეცვლის ხელოვნურ ინტელექტსა და მაღალი წარმადობის გამოთვლებში.  

image.jpeg 

Samsung-ის განცხადებით, ახალმა მოდულებმა შემოწმება გაიარა Intel-ის პროცესორების მართვის ქვეშ არსებულ სისტემებში. კომპანია AMD-მაც დადებითად შეაფასა CXL სალტის მქონე ოპერატიული მეხსიერების მოდულების შესაძლებლობები. CXL კონსორციუმს AMD შეუერთდა 2019 წელს და მის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ Intel იყო CXL სტანდარტის ინიციატორი, AMD ღირსეულად აფასებს ახალი ინტერფეისის შესაძლებლობას, რომლის თანახმად იზრდება წარმადობა, ფართოვდება მეხსიერების ქვესისტემის მასშტაბირება და სისტემის გამომთვლელი შესაძლებლობები ჯამში. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია Micron-მაც გადაწყვიტა ფსონის დადება CXL ინტერფეისზე დაფუძნებულ ოპერატიულ მეხსიერებაზე. DRAM ჩიპების მწარმოებლებისთვის ეს იქნება მეტად მაღალი ღირებულების პროდუქტი. ცხადია, CXL ინტერფეისის მქონე მეხსიერების მოდულებზე მოხმარებული იქნება DRAM მიკროსქემების უზარმაზარი რაოდენობა და არ ეღირება იაფი, როდესაც მოთხოვნადი გახდება. მეხსიერების მოდულების მწარმოებლებმა ახალი ბაზარი მოსინჯეს. ვიმედოვნებთ, ეს არ გამოიწვევს ბაზარზე კომპიუტერების სტანდარტულ მეხსიერებაზე ფასების ნახტომს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung Electronics 

Samsung-ს არ დაუკონკრეტებია ახალი მოდულის სამუშაო მახასიათებლები, თუმცა მეხსიერების საცავზე წვდომის დაყოვნება მნიშვნელოვნად შემცირდება ტრადიციული ოპერატიული მეხსიერების მოდულებთან შედარებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.