Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ იუსკომ CNBC-სთან კომენტარში 5 წლის განმავლობაში ციფრული ოქროს ფასის 250 000 აშშ დოლარამდე ზრდა ვარაუდა. 

მან Bitcoin-ის სწრაფი აღიარება და მიება შეადარა Facebook-ის, Apple-ის, Amazon-ის, Netflix-ისა და Google-ის განვითარებას. იუსკომ განმარტა, რომ კომპანიებმა 1-ტრილიონიან კაპიტალიზაციას 15-20 წელიწადში მიაღწიეს, პირველმა კრიპტოვალუტამ კი მსგავსი რამ უფრო მოკლე დროში შეძლო. 

მისი თქმით, Bitcoin-ი მონეტარული ღირებულებით კონკურენციას გაუწევს ოქროს: 

„თუკი ოქროს ფულადი ღირებულება შეადგენს 4 ტრილიონ აშშ დოლარს, ციფრული ოქრო უნდა გაიზარდოს ამ თანხამდე - თანხამდე, რომელიც მონეტაზე მეოთხედი მილიონი დოლარის ღირებულებას შეადგენს“.  

ამავე დრო, ტოპ-მენეჯერმა Dogecoin (DOGE) გააკრიტიკა უსარგებლობის გამო: 

„არსებობს ათასობით მართლა უსარგებლო მონეტა და DOGE ამ კატეგორიაში შედის. ესენია მხოლოდ დამხმარე მონეტები, რომელთაც არ გააჩნიათ საბაზისო ღირებულებები ან გამოყენების ვარიანტები. საბოლოოდ ისინი გაქრებიან“. 

მილიარდერი მარკ კიუბანი Dogecoin-ის 1$-მდე ზრდას პროგნოზირებს. ინვესტორი და სატელევიზიო შოუ „Shark Tank“-ის ვარსკვლავმა კევინ ო’ლირმა კი განაცხადა, რომ Bitcoin ყოველთვის იქნება ოქრო, Ethereum კი- „ნომერი 2“ მის შემდეგ. 

Posted

შეიძლება მაგრამ ეხლა მაგარი გაიჭედენ, აპრილში რაც ავიდა კურსი  64800$-მდე მაგის შემდეგ პროგრესი აღარ ქონია ბოლო 1.5თვის მანძილზე, მაქსიმუმ მცირე პერიოდით რაზეც ავიდნენ იყო 59500$, შეიძლება კიდე შემცირდესო აბაროტები ზაფხულის პერიოდში, აი ალტკოინები კი ყველა რეკორდებს ხსნიან იმავე პერიოდში, ეთერეუმი გუშინ დავაფიქსირე 4250$ (რა თქმა უნდა უნდა შევარდნილიყავი და მომეცილებინა ეგრევე თავიდან) 52000$ ბიტკოინის კურსზე, ანუ eth-btc ძალზე მაღალ 0.0800ბიტკოინამდე იყო გაზრდილი დღეს ღამით, ეხლაც 0.0755-ზეა გაჩერებული, ეგ ბიტკოინის რეგრესის გამოა მასე მაღალზე, ეთერეუმი ახალი კურსის რეკორდებს ამყარებს, ბიტკოინი კი ისევ ძველ მაჩვენებლებზეა გაჩერებული, ვნახოთ აბა შემდეგ დაპამპვაზე თუ გაცდებიან უკვე 60000$, რატომღაც ვფიქრობ რომ ამჯერათ 57000$ გაცდენაც გაუჭირდეთ შეიძლება, თუმცა როგორც ყოველთვის სწრაფათ იციან ტრენდის შეცვლა ბაზარზე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.