Magdalena Posted May 13, 2021 Posted May 13, 2021 Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ იუსკომ CNBC-სთან კომენტარში 5 წლის განმავლობაში ციფრული ოქროს ფასის 250 000 აშშ დოლარამდე ზრდა ივარაუდა. მან Bitcoin-ის სწრაფი აღიარება და მიღება შეადარა Facebook-ის, Apple-ის, Amazon-ის, Netflix-ისა და Google-ის განვითარებას. იუსკომ განმარტა, რომ კომპანიებმა 1-ტრილიონიან კაპიტალიზაციას 15-20 წელიწადში მიაღწიეს, პირველმა კრიპტოვალუტამ კი მსგავსი რამ უფრო მოკლე დროში შეძლო. მისი თქმით, Bitcoin-ი მონეტარული ღირებულებით კონკურენციას გაუწევს ოქროს: „თუკი ოქროს ფულადი ღირებულება შეადგენს 4 ტრილიონ აშშ დოლარს, ციფრული ოქრო უნდა გაიზარდოს ამ თანხამდე - თანხამდე, რომელიც მონეტაზე მეოთხედი მილიონი დოლარის ღირებულებას შეადგენს“. ამავე დრო, ტოპ-მენეჯერმა Dogecoin (DOGE) გააკრიტიკა უსარგებლობის გამო: „არსებობს ათასობით მართლაც უსარგებლო მონეტა და DOGE ამ კატეგორიაში შედის. ესენია მხოლოდ დამხმარე მონეტები, რომელთაც არ გააჩნიათ საბაზისო ღირებულებები ან გამოყენების ვარიანტები. საბოლოოდ ისინი გაქრებიან“. მილიარდერი მარკ კიუბანი Dogecoin-ის 1$-მდე ზრდას პროგნოზირებს. ინვესტორი და სატელევიზიო შოუ „Shark Tank“-ის ვარსკვლავმა კევინ ო’ლირმა კი განაცხადა, რომ Bitcoin ყოველთვის იქნება ოქრო, Ethereum კი- „ნომერი 2“ მის შემდეგ. https://bit.ly/3y0EReg
George Posted May 13, 2021 Posted May 13, 2021 შეიძლება მაგრამ ეხლა მაგარი გაიჭედენ, აპრილში რაც ავიდა კურსი 64800$-მდე მაგის შემდეგ პროგრესი აღარ ქონია ბოლო 1.5თვის მანძილზე, მაქსიმუმ მცირე პერიოდით რაზეც ავიდნენ იყო 59500$, შეიძლება კიდე შემცირდესო აბაროტები ზაფხულის პერიოდში, აი ალტკოინები კი ყველა რეკორდებს ხსნიან იმავე პერიოდში, ეთერეუმი გუშინ დავაფიქსირე 4250$ (რა თქმა უნდა უნდა შევარდნილიყავი და მომეცილებინა ეგრევე თავიდან) 52000$ ბიტკოინის კურსზე, ანუ eth-btc ძალზე მაღალ 0.0800ბიტკოინამდე იყო გაზრდილი დღეს ღამით, ეხლაც 0.0755-ზეა გაჩერებული, ეგ ბიტკოინის რეგრესის გამოა მასე მაღალზე, ეთერეუმი ახალი კურსის რეკორდებს ამყარებს, ბიტკოინი კი ისევ ძველ მაჩვენებლებზეა გაჩერებული, ვნახოთ აბა შემდეგ დაპამპვაზე თუ გაცდებიან უკვე 60000$, რატომღაც ვფიქრობ რომ ამჯერათ 57000$ გაცდენაც გაუჭირდეთ შეიძლება, თუმცა როგორც ყოველთვის სწრაფათ იციან ტრენდის შეცვლა ბაზარზე
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now