Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია DFI-მ წარადგინა საინტერესო სიახლე - მოწყობილობა CS551: როგორც კომპანია ამტკიცებს, ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი 3.5-დუიმიანი ერთდაფიანი კომპიუტერი ავტომატური გათბობის ფუნქციით. ამგვარი გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა მოწყობილობამ ექსტრემალურ პირობებში იმუშაოს. 

კომპიუტერის ზომაა 146×102 მმ, აღჭურვილია ინტეგრირებული გამათბობლით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას ან სისტემის ცივ ჩართვას -30 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურის პირობებში. 

image.jpeg 

მოწყობილობაში შესაძლებელია განავსებული იყოს მერვე ან მეცხრე თაობის Intel Core პროცესორი რვაბირთვიან Core i7-9700TE ჩიპამდე. მოდიფიკაციის მიხედვით გამოყენებულია გაგრილების აქტიური ან პასიური სისტემა. 

კომპიუტერს ექნება 32 გბ-მდე DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერება ერთი SO-DIMM მოდულის სახით. ხელმისაწვდომია სრული ზომის Mini PCIe სლოტი, SIM-ბარათის სლოტი (ოფციურად ხელმისაწვდომია 3G/4G მოდემი) და М.2 კონექტორი 2280 ფორმატის მყარი დისკისთვის. 

image.jpeg 

კომპიუტერში წარმოდგენილია აუდიო კოდეკი Realtek ALC262, ორპორტიანი ქსელური კონტროლერი 1GbE, ოთხი პორტი USB 3.1 და ორი DP ინტერფეისი. მოწყობილობა თავსებადია Windows 10 IoT Enterprise და Linux პროგრამულ პლატფორმებთან. 

კომპიუტერი განკუთვნილია ვიდეოდაკვირვების, ინტერნეტ-ნივთების, საწარმოო ავტომატიზაციის, ვიზუალური ანალიტიკისა და სხვა სფეროებში გამოყენებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.