Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Google აღარ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სურათების შეუზღუდავ მეხსიერებას თავის სერვის Google Photo-ში. ამის შესახებ გამოცხადდა გასული წლის ნოემბერში, ცვლილება კი ძალაში შევა მიმდინარე წლის 1 ივნისს. 

image.jpeg 

ახალი წესების ძალაში შესვლის შემდეგ ფოტოებისა და ვიდეოების უფასო შენახვის მოცულობა 15 ბ-ით შეიზღუდება. მეხსიერების გაფართოებისთვის საჭიროა გამოიწეროთ Google One და შეარჩიოთ შემოთავაზებული ვარიანტიდან ერთ-ერთი, საჭიროებების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ახალი შეზღუდვების გათვალისწინებით მხედველობაში არ მიიღება იმ ფოტოების და ვიდეოების საერთო მოცულობა, რომლებიც ატვირთულია Google Photos-ზე 1 ივნისამდე. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ჯერ კიდევ აქვთ დრო უფასოდ ატვირთონ ყველა სამახსოვრო ფოტო და ვიდეო Google-ის მეხსიერებაში. 

ბევრი შეიძლება ფიქრობს, რომ 15 გბ ფოტოებისა და ვიდეოების შესანახად ძალიან ცოტაა. ამავდროულად, Google აცხადებს, რომ სერვისის მომხმარებელთა 80% ლიმიტს მიაღწევს შეზღუდვის შემოღებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ. გარდა ამისა, ახალი წესები გავლენას არ მოახდენს Google-ის ბრენდული სმარტფონების მფლობელებზე, დაწყებული Pixel 2-ის მფლობელებიდან. პირველი თაობის Pixel-სმარტფონებს კი გამოწერა სჭირდებათ, რათა გაზარდონ მეხსიერების მოცულობა. 

აღსანიშნავია, რომ Google მომხმარებლებს სთავაზობს მოსახერხებელ ინსტრუმენტს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს შეაფასონ, რამდენ ხანს ეყოფათ სივრცე შენახვისთვის. მსგავსი შეთავაზება მოსახერხებელი იქნება ისეთ შემხვევაში, როდესაც მომხმარებელმა დაზუსტებით არ იცის გააფორმოს თუ არა Google One-ის გამოწერა. 

Posted

Pixel-ებს რაც შეეხება აგერ გუგლს უწერია: https://support.google.com/photos/answer/6220791?co=GENIE.Platform%3DAndroid&oco=1

Pixel 2-ს ამ წლის 16 იანვარს გაუვიდა ვადა original quality backup ამიტომ high quality-ზე განაგრძობს დაბექაფებას. Pixel 3-ს ჯერ კიდევ აქვს 2022 წლის 31 იანვრამდე Original quality backup. 3a-დან 5-მდე კი მხოლოდ high quality აქვთ.

პირველ პიქსელს რაც შეეხება სანთლით საძებნელი გახდება მალე.

You get unlimited free storage at Original quality. You won’t be able to upload in High quality.

სამუდამოდ original quality-ზე ატვირთავს ფოტოებს და high quality-ს ვერ მონიშნავთო.

high quality ფოტო ვიდეოს უკეთებს კომპრესიას და MP-ებშიც აპატარავებს 16 MP-მდე ფოტოებს. ფოტოების ხარისხს დიდად არ აგდებს, მაგარი დახვეწილი ალგორითმი აქვთ, აი ვიდეოებს კი მაგრად აბანძებს. ამიტომ ვიდეო backup-ს მარტო მაგას დიდად არ ვენდობოდი, ამიტომ ჯობია იყიდოთ ვისაც არ შეგეძლებათ original quality backup-ს გამოყენება.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.