Jump to content

Recommended Posts

Posted

თანამედროვე გეიმინგ აპლიკაციების უმეტესობა, რომლებიც რეითრეისინგის ტექნოლოგიას იყენებენ, გრაფიკული ადაპტერისგან მოითხოვენ წარმადობის მეტად მაღალ დონეს, რაც ყოველთვის ვერ მიიღწევა „სტანდარტული“ მეთოდებით - ამ საკიხში NVIDIA-ს ხელს უწყობს ტექნოლოგია DLSS, რომელიც საშუალებას იძლევა ამაღლდეს fps-მაჩვენებელი გამოსახულების ხარისხის პრაქტიკულად უმნიშვნელო კლების ხარჯზე. პარალელურად, AMD ჯერჯერობით კვლავ შაობს ანალოგიურ ფუნქციაზე, რომლის სახელწოდებაა FidelityFX Super Resolution (FSR) და მის წარდგენას უახლოეს მომავალში აპირებს. ტქნოლოგიის წარდგენა შესაძოა მოსალოდნელზე ადრე შედგეს, ყოველ შემთხვევაში, ცნობილი ინსაიდერი Coreteks გვიზიარებს მოახლოებული ანონსის შესახებ ინფორმაციას. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ მარტში სკოტ ჰერკელმანმა, რომელიც AMD-ი გრაფიკული პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტი და უფროსი მენეჯერია, ისაუბრა FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიის შესახებ, მან ზუსტად არ თქვა, როდის იქნება ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის. ინსაიდერებს საინტერესო ინფორმაცია აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით: ამტკიცებენ, რომ FidelityFX Super Resolution-ის გამოშვება ივნისში მოხდება და გეიმინგ-აპლიკაციების დეველოპერთა ნაწილს უკვე აქვს წვდომა ამ ტექნოლოგიაზე. 

სამწუხაროდ, ენთუზიასტმა ვერ მოგვაწოდა მონაცემები ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად გაზრდილი წარმადობის მაჩვენებლების შესახებ, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დეველოპერების ხელთ არსებული FidelityFX Super Resolution-ის ერთდროულად რამდენიმე ვერსიის არსებობით. 

მავდროულად, ენთუზიასტმა განაცხადა, რომ AMD-ის ტექნოლოგია მნიშვნელოვნად განსხვავდება NVIDIA-ს ქმნილებისგან: ამტკიცებენ, რომ DLSS გამოიყენება გრაფიკული კონვეირის სულ ბოლოს, FSR კი - გაცილებით ადრე, რაც თეორიულად ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს დეველოპერებისგან. ამას გარდა, AMD-ის ტექნოლოგია არ ეყრდნობა მანქანურ სწავლებას, რაც დამატებითი პლუსია მისი დანერგვის სიჩქარის მხრივ. 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინსაიდერის განცხადებით, FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიას გააჩნია NVIDIA-ს გრაფიკული მოწყობილობების მხარდაჭერა. თუმცა შესაძლოა ფინალურ ვერსიაში ეს „ნაკლი“ აღმოიფხვრას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.