Jump to content

Recommended Posts

Posted

მაინინგის უწყვეტი ციებ-ცხელება, რომელიც მაკომპლექტებლების დეფიციტისა და ფასის თანამდევი ზრდის ერთ-ერთი მიზეზია, როგორც ჩანს არა მხოლოდ რიგით მომხმარებლებს აღელვებს, არამედ ძალაუფლების მქონეთაც: ნიუ-იორკის შტატის სენატორ კევინ პარკერის მიერ შემოღებულმა ახალმა კანონპროექტმა შეიძლება აკრძალოს მოცემულ შტატში მაინინგი სამი წლის განმავლობაში. 

image.jpeg 

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ნიუ-იორკის შტატში (განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში) შეინიშნება კრიპტოვალუტების მოპოვებისადმი ინტერესის ზრდა: ზოგმა მაინერმა დაიწყო საკუთარი მიზნებისთვის ამოწურვად საწვავზე მომუშავე ძველი ან მიტოვებული ელექტროსადგურების გარდაქმნა, ზოგიერთი კი აფართოებს კიდეც საქმიანობას, რაც სპეციალისტების აზრით მეტად თვალშისაცემ ზიანს აყენებს გარემოს. 

წყაროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტი გამოიწვევს მაინინგთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვას სამი წლის ვადით, ამ დროის განმავლობაში სპეციალისტები გაზომავენ სასათბურე გაზების გამონაბოლქვის მოცულობას, რათა შემდეგ შეჯამდეს, თუ რამდენად დიდი იყო გარემოზე მაინინგის მავნე ზემოქმედება. ამის შემდეგ კვლევების შედეგები განიხილება საჯაროდ ოთხი თვის განმალობაში. 

გარდა ამისა, შემდგომში დაგეგმილია მრავალი რეკომენდაციის გაცემა, რომელთა მიხედვით შესაძლოა დაიშვას მაინინგი, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში, ან კრიპტოვალუტის მოპოვება საერთოდ აიკრძალება შტატში. 

წყარო გვახსენებს, რომ ზოგიერთ რეგიონში, როგორებიცაა შიდა მონღოლეთის ავტონომიური რაიონი ან ქალაქი პლატსბერგი ნიუ-იორკის შტატში, მაინინგი უკვე აკრძალულია. ამასთან, აღინიშნება, რომ კრიპტოვალუტების მოპოვება შესაძოა საფრთხეს უქმნიდეს არა მხოლოდ გარემოს, არამედ გლობალურ ენეგეტიკულ უსაფრთხოებას. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.