Jump to content

Recommended Posts

Posted

ავტოკონცერნ Toyota Motor-ის ზოგადმა ინჟინრულმა კონსერვატიზმმა გამოიწვია ის, რომ მისი პროდუქციის ასორტიმენტში რჩება რვაცილინდრიანი ძრავის მქონე ყველგანმავლები. ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილების გამოშვებას იაპონური გიგანტი ჯერ განსაკუთრებულად არ ჩქარობს, მაგრამ ამჟამად არსებული Land Cruiser-ის ელექტრო ვარიანტი შესაძლოა სერიული წარმოების მოდელი გახდეს. 

image.jpeg 

Land Cruiser 70-ის შასზე დაფუძნებული ექსპერიმენტალური ელექტრომობილი შეიქმნა Toyota-ს ავსტრალიური ქვეგანყოფილების სპეციალისტების მიერ სამთო-მომპოვებელ კომპანია BHP-სთვის, რომელიც ამჟამად მას იყენებს ქვეყნის სამხრეთით მდებარე ნიკელის საბადოში. 2030 წლისთვის ავსტრალიური კომპანია აპირებს სასათბურე გაზების ემისიის 30%-ით შემცირებას და მსუბუქი კომერციული ავტოტექნიკის გადაყვანა ელექტრო ძრავებზე გახლავთ ეკოლოგიური განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი. 

Toyota-ს წარმომადგენლების თქმით, პიკაპ Land Cruiser 70-ის ელექტრო ვარიანტის გამოყენების შედეგად შემცირდა არა მხოლოდ გამონაბოლქვი, არამედ ვიბრაციის დონეც, რადგან ორიგინალი მანქანა დიზელის ძრავზე მუშაობდა. მანქანათმშენებელი კომპანია აპირებს შეაგროვოს პროტოტიპის გამომცდელი კომპანიის გამოხმაურებები, რათა სამომავლოდ გამოიყენოს ეს გამოცდილება სერიული ელექტრო Land Cruiser-ის შექმნისას. როდის გამოვა ასეთი მანქანა - Toyota არ აკონკრეტებს. 

ამჟამად კომპანია ემზადება ბაზარზე ახალი თაობის Land Cruiser-ის გასაშვებად, რომელშიც უარი იქნება ნათქვამი რვაცილინდრიან ძრავზე და ერთ-ერთ მოდიფიკაციაში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ჰიბრიდული ძრავი, თუკი გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ. ამ კლასის მოდელების სასიცოცხლო ციკლი იზომება წლებით და ათწლეულებითაც კი, ამიტომ სერიული ელექტრო Land Cruiser-ის ვერსიის გამოსვლას უახლოეს წლებში არ უნდა ველოდოთ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.