Jump to content

Recommended Posts

Posted

საგადახდო სისტემა Mastercard-მა ჩაატარა ონლაინ-გამოკითხვა New Payments Index, რომლის თანახმად მომხმარებლების 40% გეგმავს მომდევნო წელს კრიპტოვალუტების გამოყენებას. განსაკუთრებული ინტერესი კრიპტოვალუტების მიმართ გამოხატეს მილენიალებმა - Y თაობის წარმომადგენლებმა, რომლებიც 1981 წლის შემდეგ დაიბადნენ. 

image.jpeg 

მილენიალების 67% აცხადებს, რომ ისინი გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი ალბათობით გამოიყენებენ კრიპტოვალუტას, 75%-მა კი განაცხადა, რომ გამოიყენებდნენ კრიპტოვალუტებს, მათში რომ უკეთ ერკვეოდნენ. გამოკითხულთა დაახლოებით 77% ისურვებდა, რომ მეტი რამ სცოდნოდა კრიპტოვალუტების შესახებ. 

„მომხმარებლების ინტერესი კრიპტოვალუტების, განსაკუთრებით კი თავისუფალი, ცვალებადი კურსის მქონე ციფრული ვალუტების მიმართ, როგორიცაა Bitcoin - მაღალია, თუმცა კვლავ საჭიროა მუშაობა არჩევანი უზრუნველყოფის, დაცვისა და მომხმარებლების ნორმატიული მოთხოვნების დაცვის მიზნით“ -  მითითებულია Mastercard-ის ანგარიშში. 

ასევე აღინიშნა, რომ იზრდება ზოგადად ჩვეულებრივი ფულის ალტერნატივების პოპულარობა და რომ COVID-19 პანდემიამ მომხმარებლებს აიძულა გამოიყენონ გადახდის ის ახალი მეთოდები, რომლებიც შესაძლოა სხვა შემთხვევაში არ გამოეყენებინათ. 

ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 15 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩრდილოეთ ამერიკიდან, ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზიდან, შუა აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზია-წყნარი ოკეანეთიდან, ასე რომ დაფიქსირებული მაჩვენებელი მნიშვნელოვანია. 

პოპულარობის მხრივ უდავო ლიდერად რჩება Bitcoin, თუმცა სხვა კრიპტოვალუტებიც იკრებენ ძალებს ბოლო პერიოდში. პოპულარობით მეორე ციფრულმა ვალუტამ, Ethereum-მა, სამშაბათს დააფიქსირა ახალი რეკორდი და იყიდებოდა დაახლოებით 3500 აშშ დოლარად. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი კურსი ზრდას გააგრძელებს და 5 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწევს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.