Magdalena Posted May 7, 2021 Posted May 7, 2021 საგადახდო სისტემა Mastercard-მა ჩაატარა ონლაინ-გამოკითხვა New Payments Index, რომლის თანახმად მომხმარებლების 40% გეგმავს მომდევნო წელს კრიპტოვალუტების გამოყენებას. განსაკუთრებული ინტერესი კრიპტოვალუტების მიმართ გამოხატეს მილენიალებმა - Y თაობის წარმომადგენლებმა, რომლებიც 1981 წლის შემდეგ დაიბადნენ. მილენიალების 67% აცხადებს, რომ ისინი გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი ალბათობით გამოიყენებენ კრიპტოვალუტას, 75%-მა კი განაცხადა, რომ გამოიყენებდნენ კრიპტოვალუტებს, მათში რომ უკეთ ერკვეოდნენ. გამოკითხულთა დაახლოებით 77% ისურვებდა, რომ მეტი რამ სცოდნოდათ კრიპტოვალუტების შესახებ. „მომხმარებლების ინტერესი კრიპტოვალუტების, განსაკუთრებით კი თავისუფალი, ცვალებადი კურსის მქონე ციფრული ვალუტების მიმართ, როგორიცაა Bitcoin - მაღალია, თუმცა კვლავ საჭიროა მუშაობა არჩევანის უზრუნველყოფის, დაცვისა და მომხმარებლების ნორმატიული მოთხოვნების დაცვის მიზნით“ - მითითებულია Mastercard-ის ანგარიშში. ასევე აღინიშნა, რომ იზრდება ზოგადად ჩვეულებრივი ფულის ალტერნატივების პოპულარობა და რომ COVID-19 პანდემიამ მომხმარებლებს აიძულა გამოიყენონ გადახდის ის ახალი მეთოდები, რომლებიც შესაძლოა სხვა შემთხვევაში არ გამოეყენებინათ. ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 15 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩრდილოეთ ამერიკიდან, ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზიდან, შუა აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზია-წყნარი ოკეანეთიდან, ასე რომ დაფიქსირებული მაჩვენებელი მნიშვნელოვანია. პოპულარობის მხრივ უდავო ლიდერად რჩება Bitcoin, თუმცა სხვა კრიპტოვალუტებიც იკრებენ ძალებს ბოლო პერიოდში. პოპულარობით მეორე ციფრულმა ვალუტამ, Ethereum-მა, სამშაბათს დააფიქსირა ახალი რეკორდი და იყიდებოდა დაახლოებით 3500 აშშ დოლარად. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი კურსი ზრდას გააგრძელებს და 5 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწევს. https://bit.ly/3eMP9FW Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.