Jump to content

Recommended Posts

Posted

იაპონურმა კომპანია Sony-მ Discord-თან დადო პარტნიორული შეთანხმება, რომლის ფარგლებში მოხდება გეიმერებს შორის პოპულარული სერვისის ინტეგრირება PlayStation-ში 2022 წლის დასაწყისისთვის. ამ სიახლის შესახებ ცნობები გამოჩნდა Sony-ს ოფიციალურ ბლოგში. 

image.jpeg 

„ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ მეთოდებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს გეიმერებს საშუალებას მისცემს იკონტაქტონ ერთმანეთთან, დაამყარონ ახალი მეგობრული ურთიერთობები და შექმნან ქომიუნითი, აგრეთვე ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები და მოგონებები. ამ საქმიანობის ფარგლებში ჩვენ მოხარულნი ვართ Discord-თან თანამშრომლობით, რომელსაც ყოველთვიურად მსოფლიოში 140 მილიონი ადამიანი იყენებს“ - ნათქვამია Sony-ს შეტყობინებაში. 

ასევე ითქვა, რომ Sony-მ მცირე ინვესტიცია ჩადო Discord-ში, თუმცა თანხის რაოდენობა არ ხმაურდება. არსებული ცნობებით დეველოპერებმა უკვე დაიწყეს საკომუნიკაციო სერვისის ინტეგრირება PlayStation-ში, შედეგის შეფასებას მომხმარებლები მომდევნო წელს შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ სერვისი Discord აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება Sony-ს საფირმო მობილურ აპლიკაციაში. 

„ჩვენი მიზანია, რომ მომდევნო წელს გაერთიანდეს Discord-ისა და PlayStation-ის შესაძლებლობები კონსოლებსა და მობილურ მოწყობილობებზე, რათა მომხმარებლებმა შეძლონ დრო გაატარონ კომფორტულად, გაერთონ, იკონტაქტონ და ითამაშონ ერთად“ - აცხადებს Sony. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.