Magdalena Posted May 5, 2021 Posted May 5, 2021 უძველესმა კრიპტობირჟა Bitstamp-მა განაცხადა, რომ ემზადება შეერთებული შტატების ბაზარზე ექსპანსიისთვის. სავაჭრო პლატფორმის ინფორმაციის მიხედვით აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებელთა რიცხვი 570%-ით გაიზარდა მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში. ანგარიშის თანახმად, პირველ კვარტალში მართვის ქვეშ არსებული აქტივების ღირებულება გაიზარდა 281%-ით, ამერიკელი მომხმარებლების აქტივობამ კი იმატა 348%-ით. Bitstamp-ში აღნიშნეს, რომ ცდილობენ ითანამშრომლონ აშშ-ის ისეთ წამყვან ფინანსურ კომპანიებთან, როგორებიცაა Nasdaq და Silvergate Bank, რათა შეიქმნას „უკეთესი საბაზრო ინფრასტრუქტურა“ კასტოდიალური მომსახურებებითა და რეგულირებადი დერივატივებით. შეგახსენებთ, 2020 წლის დეკემბერში Bitstamp-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის გააუქმა XRP ტოკენებით ვაჭრობის შესაძლებლობა Ripple-ის მიმართ SEC-ის პრეტენზიების ფონზე. https://bit.ly/2Rrw98g
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now