Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

რესურსი Videocardz აცხადებს, რომ მომდევნო თვის შუა პერიოდში NVIDIA დაიწყებს მაინინგის აპარატული შეზღუდვის მქონე RTX 30 ვიდეო დაფების მიწოდებას. GAxx2-ზე დაფუძნებული ახალი GPU-ები გავლენას არ მოახდენს გეიმინგში ვიდეო დაფის შესაძლებლობებზე, სამაგიეროდ შეამცირებს Ethereum-ის მოპოვების სიჩქარეს. 

იმის გასაგებად, ძველი თუ ახალი GPU აქვს მომხმარებლის ვიდეო დაფას, შესაძლებელია კრიპტოვალუტის მაინინგის გამოყენება, ან თავად გრაფიკულ პროცესორზე მითითებული ნიშნის ნახვა. ერთადერთი ვიდეო დაფა, რომელსაც ზემოთხსენებული სიახლე არ შეეხება, არის RTX 3090, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მას იშვიათად იყენებენ მაინინგისთვის მაღალი ფასის გამო. 

თუკი შეზღუდვა მართლაც ეფექტური აღმჩნდება, თვალსაჩინოდ შემცირდება მაინერების სურვილი - შეიძინონ გეიმერული ვიდეო დაფები. ამის ნაცვლად ისინი გადაერთვებიან მაინინგზე სპეციალიზებულ ვიდეო დაფებზე, რომელთაც NVIDIA გამოსაშვებად ამზადებს. NVIDIA-ს ფინანსური დირექტორის პროგნოზების თანახმად დეფიციტის პრობლემა გადაიჭრება მიმდინარე წლის ბოლოს და კომპანია მას ხელს შეუწყობს. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.