Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტობირჟა Binance-ს სურს შექმნას საკუთარი პლატფორმა NFT ტოკენებით ვაჭრობისთვის, რის შესახებ მითითებულია სერვისის ვებ-გვერდზე. პლატფორმის ამოქმედება დაგეგმილია მიმდინარე წლის ივნისისთვის. 

image.png 

ანონსის თანახმად კომპანია მიზნად ისახავს შექმნას მსოფლიოში უდიდესი NFT ტოკენების ბირჟა. მასზე გაიყიდება სხვადასხვა ციფრულ კოლექცი, რომლებიც დაკავშირებულია მუსიკასთან, სპორტთან, თამაშებთან და სხვა სფეროებთან. 

„ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველაზე მიმზიდველი გარემო უნიკალური შეთავაზებებითა და ექსკლუზიური თანამშრომლობით. ეს ყველაფერი გაერთიანდება კარგად დაპროექტებულ და ადვილად აღქმად ციფრულ პლატფორმასთან, რათა მთელი მსოფლიოს მხატვრები, კრიპტოვალუტების ენთუზიასტები და შემქმნელები გააერთიანოს“ - ნათქვამია Binance-ის განცხადებაში. 

ტოკენების შეტანისას კომპანია მომხმარებლისგან მიიღებს სიმბოლურ თანხას 1%-ის ოდენობით, თუმცა სამომავლოდ ნამუშევრის ავტორი 1%-ს მიიღებს თავის ნამუშევართან დაკავშირებული თითოეული ტრანზაქციიდან. დიდ აუქციონებზე NFT-ტოკენების შესყიდვის შემთხვევაში გამყიდველი თანხის 90%-ს მიიღებს, დანარჩენი 10% დარჩება პლატფორმას ორგანიზებისა და შუამავლობის ანაზღაურების სახით. 

ბოლო წლების განმავლობაში არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების პოპულარობა მეტად გაიზარდა. სერვის NonFungible.com-ის თანახმად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში NTF-ის ჯამურმა ბრუნვამ 2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ამ თანხაში არ შედის Mike Winkelmann-ის, ასევე ცნობილი Beeple-ს სახელით, ნამუშევარი, რომელიც რეკორდულ 69 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.