Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Amazon-მა წარადგინა ახალი თაობის პლანშეტები Fire HD 10: სერიაში შევიდა საბაზისო ვერსია და გაუმჯობესებული მოდიფიკაცია Plus პრეფიქსით. ბავშვებისთვის კი შემოთავაზებულია ვერსია Fire HD 10 Kids. 

image.jpeg 

Fire HD 10 და Fire HD 10 Plus მოდელებს აქვთ 10.1-დუიმიანი დისპლეი 1920 × 1200 პიქსელი გაფართოებითა და 224 PPI პიქსელების სიმჭიდროვით. ოფციურად მიერთებადი კლავიატურა საშუალებას იძლევა გაჯეტები გარდაიქმნას პატარა ლეპტოპებად. 

image.jpeg 

მოწყობილობაში გამოყენებულია რვაბირთვიანი პროცესორი 2.0 გჰც ტაქტის სიხშირით. Fire HD 10 მოდელის შემთხვევაში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 3 გბ-ს შეადგენს, Fire HD 10 Plus-ის კი - 4 გბ-ს. 

image.jpeg 

პლანშეტები დაკომპლექტებულია 32 ან 64 გბ ფლეშ-მეხსიერებით, მეხსიერების სანახი სივრცის გაფართოება შესაძლებელია microSD ბარათის მეშვეობით. მოცემულია 2-მეგაპიქსელიანი ფრონტალური და 5-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა. 

image.jpeg 

მოწყობილობებზე ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. პლანშეტების ზომაა 247 × 166 × 9.2 მმ, წონა - 468 გრამი. სრულად დამუხტული ბატარეისას ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 12 საათი. Fire HD 10 Plus მოდელს დამატებით გააჩნია უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

რაც შეეხება Fire HD 10 Kids ვერსიას, იგი დაკომპლექტებულია სპეციალური დამცავი ქეისით, ღირებულებაში შედის Amazon Kids+-ის წლიური გამოწერა საბავშვო კონტენტზე წვდომისთვის. მოწყობილობის მახასიათებლები Fire HD 10-ის ანალოგიურია. 

Fire HD 10 და Fire HD 10 Plus პლანშეტების ფასი იწყება 150 და 180 აშშ დოლარიდან, შესაბამისად. Fire HD 10 Kids ვერსიის ღირებულება კი 200 აშშ დოლარს შეადგენს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.