Jump to content

Recommended Posts

Posted

გასული წლის ბოლოს Apple-მა წარადგინა ARM არქიტექტურაზე დაფუძნებული პირველი პროცესორი Mac-კომპიუტერებისთვის. მას ეწოდა Apple M1. ამჟამად ის შედის უახლესი თაობის MacBook Air-ის, MacBook Pro-ს, Mac Mini-ს, iMac-ისა და iPad Pro-ს შემადგენლობაში. 

კომპანია დასვენებას არ აპირებს და უკვე მეორე თაობის პროცესორებს ამზადებს. გამომცემლობა Nikkei Asia გვაცნობებს, რომ სამრეწველო წარმოება უკვე დაწყებულია. 

მიწოდება დაიწყება ივლისში, ახალ პროცესორებზე მომუშავე Macbook ლეპტოპები კი წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. ამის შემდეგ ჩიპები შევა სხვა Mac-კომპიუტერებისა და Apple-ის ბევრი მოწყობილობის შემადგენლობაში. 

image.jpeg 

მწარმოებელი კვლავ იქნება ტაივანური კომპანია TSMC. იგი გამოიყენებს 5-ნანომეტრიან N5P  ტექნოპროცესს. ვინაიდან ეს არის სისტემა ჩიპზე, მასში განთავსდება ცენტრალური და გრაფიკული პროცესორი, ასევე ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დამუშავების ბლოკი. 

მრიგად, კომპანია აგრძელებს Intel-ის პროცესორებისგან ჩამოშორებას ARM-არქიტექტურის სასარგებლოდ. ჯერჯერობით ისეთი კომპიუტერების უმეტესობა, როგორებიცაა iMac, iMac Pro და Mac Pro, კვლავ Intel-ის ჩიპებზე მუშაობს. საკუთარი წარმოების პროცესორებზე სრულად გადასვლაში Apple ორი წლის დახარჯვას აპირებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.