Jump to content

Recommended Posts

Posted

მაინიგისადმი გაძლიერებული ინტერესი და მთელი რიგი კრიპტოვალუტების კურსის ზრდა იპყრობს არა მხოლოდ კეთილსინდისიერი, არამედ ბოროტმოქმედი მაინერების ყურადღებასაც, რომლებიც ცდილობენ მოგება არაკეთილსინდისიერი მეთოდებით ნახონ: ისინი ინსტრუმენტების სახით იყენებენ უსაფრთხოებაში არსებულ ხვრელებსა და ომხმარებლების გულუბრყვილობას, აზიანებენ მოწყობილობებს ზიანისმომტანი პროგრამებით და შედეგად ფარულად მოიპოვებენ კრიპტოვალუტას. 

image.jpeg 

ზიანისმომტანი მაინინგის შემთხვევებმა დააფიქრა არა მხოლოდ ანტივირუსების, არამედ აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებლები, რასაც მოწმობს Intel-ისა და Microsoft-ის თანამშრომლობა ამ სფეროში: როგორც Intel-ის ოფიციალური ვებ-გვერდი გვაცნობებს, Defender for Endpoint ავტივირუსმა გაფართოებული შესაძლებლობები შეიძინა ისეთი ტიპის ზიანისმომტანი პროგრამის აღმოსაჩენად, რომელიც მოწყობილობის რესურსებს იყენებს კრიპტოვალუტების ფარულად მოპოვებისთვის. 

ამიერიდან Microsoft Defender for Endpoint, Intel Threat Detection Technology-ს გამოყენებითა და მანქანური სწავლების შესაძლებლობებით შეძლებს გამოიყენოს ცენტრალური პროცესორის სიმძლავრე საფრხის აღმოენის მიზნით. ამასთან, კომპანიები ამტკიცებენ, რომ ეს ფუნქცია არ შეასუსტებს სისტემის წარმადობას, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით საქმეში ჩაერთო ინტეგრირებული გრაფიკული ქვესისტემა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

IDC-ი უსაფრთხოების საკითხების ვიცე-პრეზიდენტ ფრენკ დიკსონის თქმით, აპარატული დონის დაცვა საშუალებას მისცემს Intel-ზე დაფუძნებულ სისტემებს იყვნენ უფრო დაცული, ვიდრე AMD-ის, Apple-ისა და კიდევ რამდენიმე კომპანიის პროდუქტებზე დამყარებული მოწყობილობები. 

საფრთხეების გამოვლენის ტექნოლოგიის მხარდაჭერა მავნე მაინინგისგან დაცვის ჩათვლით ხელმისაწვდომია მე-10 თაობიდან დაწყებული Intel Core და vPro პლატფორმებისათვის.  

Posted

შენს ნებართვის გარეშე რომ ამაინინგებს უფრო მაგაზეა ლაპარაკი, არის ეგეთი ცუდი ფაილები სისტემაში თუ ჩაგიჯდა შენს გარეშეც ამაინინგებს და ნამაინინგარი თანხა თვითონვე ერიცხებათ, თუმცა საკმაოთ ადვილია მაგის შემჩნევა მაგრამ მაინც, ნუ ფაქტიურათ ვურუსებზე მიდის საუბარი

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.