Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Auto Shanghai 2021 ავტოსალონზე კომპანია Audi-მ წარადგინა ორი სიახლე: Q4 E-tron და A6 E-tron. ბოლო მათგანი ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტის სახით არსებობს, თუმცა შეიძლება გახდეს მეორე სერიული ავტომობილი არქიტეტურით - Premium Platform Electric. ამ ელექტრომობილის გამორჩეული მახასიათებელია „ჭკვიანი“ ფარები, რომლებიც მავდროულად წარმოადგენენ მაღალი გაფართოების პროექტორებს. 

ელექტრომობილის თითოეულ საბურავზე დამონტაჟებული იქნება 469 ცხენის ძალა სიმძლავრის ძრავი, რაც საშუალებას იძლევა 100 კმ/სთ სიჩქარე მიღწეულ იქნას 4 წამში. 100-კილოვატიანი ბატარეა უზრუნველყოფს 700 კმ-მდე სვლის მარაგს, თუმცა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება შედარებით ეკონომიური ვერსიაც. დამუხტვის დროს მფლობელი არ მოიწყენს - აკუმულატორი 5-დან 80%-მდე იმუხტება მხოლოდ 25 წუთში, ხოლო თუ ეს პროცესი მაინც ხანგრძლივად მოგეჩვენებათ, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მანქანის გასართობი ფუნქციის გამოყენება. 

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3xn2r4N 

image.jpeg 

წინა ფარები ციფრული მატრიცულია და დაფუძნებულია მილიონი მიკროსკოპული სარკის ბაზაზე ჩამკეტი სისტემითა და წამში 5 ათასი სიხშირით. შედეგად შესაძლებელი ხდება მათი მეშვეობით უახლოეს კედელზე პროეცირდეს მაღალი გაფართოების გამოსახულება - მაგალითად, ვიდეოთამაში. რა თქმა უნდა, გამოსახულების ხარისხი იდეალური არ არის, თუმცა მფლობელი სმარტფონის გამოყენებით შეძებს თამაშით გართობას, სანამ ბატარეა დაიმუხტება. 

ამგავრი ინოვაციის ძირითადი ამოცანაა მფლობელის ამბიციების რეალიზება და სატრანსპორტო საშუალების ექსკლუზიურობის დემონსტრირება. არა მხოლოდ წინა, ასევე უკანა სასიგნალო ფარები,  ასევე კომპაქტური შუქდიოდური პროექტორები გვერდებზე პროეცირებენ სივრცეში და გზაზე სხვადასხვა მანათობელ სიგანლებს, შეტყობინებებსა და ნიშნებს. მაგალითად, სისტემა მგზავრებს ჩასხდომის წინ მიესალმება და გაუნათებს კარის ღიობს, ან შეახსენებს ველოსიპედისტებს გზაზე, რომ დისტანცია უნდა დაიცვან. 

image.jpeg 

  • Upvote 1
Posted

კარგი სტატიაა პატარა მექანიკური შეცდომით - თითო საბურავზე 469 ცხ.ძ. ვერ ექნება. ალბათ, მთლიანი სიმძლავრეა.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.