Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Sony-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ რაიანმა განაცხადა, რომ კომპანია დაკავდება ახალი სტუდიების შეძენით, რათა გაზარდოს ხარისხიანი AAA title-ების რაოდენობა PlayStation 5-ისთვის, რომელთა რიცხვი, მისი თქმით, გასული თაობის კონსოლებთან შედარებით მეტი უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ Microsoft-მა ხელი მოკიდა Xbox-ის განვიარების საკითხს და თავად დაიწყო დიდი სტუდიების შესყიდვა, Sony-ს შესაძლოა პრობლემები შეექმნას ამგვარ გიგანტთან კნკურენციის კუთხით. 

რამდენიმე დღის წინ Sony-მ გამოუშვა ვიდეო, სადაც კონკრეტულად იყო გადმოცემული PlayStation 5-ის უპირატესობები სხვა კონსოლებთან შედარებით. კომპანია თავის მთავარ უპირატესობად მიიჩნევს რეირეისინგის, 120FPS-ისა და 4K გეიმინგის მხარდაჭერას. 

უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ სწორედ Xbox-ს მისი ხელმისაწვდომობისა და Game Pass გამოწერის განვითარების გამო. PlayStation 5 კონსოლების დეფიციტი ჯიმ რაიანმა მიაწერა პანდემიის პირობებს და აღნიშნა, რომ პრობლემა მიმდინარე წლის ბოლომდე მოგვარდება.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.