Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Xiaomi-ს შვილობილმა Segway-Ninebot-მა წარადგინა ფუტურისტული სპორტული მოტოციკლი წყალბადის ელემენტებზე - Apex H2. მისი წინამორბედი შეიქმნა 2019 წელს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-მდე იყო. 

Apex H2 აღჭურვილია წყალბად-ელექტროძრავის სისტემით, რომელიც აირად წყალბადზე მუშაობს. ეს ნიშნავს მნიშვნელოვან დეტალს: უკანა საბურავთან განთავსებული გამონაბოლქვის ჭრილიდან ჩვეულებრივი წყლის ორთქლი გამოდის. 

image.png 

Apex H2 მოდელის სიმძლავრეა 60 კვტ, რაც 80 ცხენის ძალას შეესაბამება და შეუძლია 150 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მას 5 წამი სჭირდება. 

უჩვეულო, ფანტასტიკური დიზაინი მიღწეულ იქნა დაკიების სისტემის ჩანგლების არარსებობის წყალობით, რის გამოც შუქდიოდური განათების მქონე საბურავები თითქოს ჰაერში ლივლივებს. ჯერჯერობით ცნობილი არაფერია საწვავის ავზის მოცულობისა და გავლის მარაგის დიაპაზონის შესახებ. 

Segway იწყებს ქრაუდფანდინგ-კამპანიას, რომლის მიზანია მინიმუმ 99 შეკვეთის მოზიდვა. წყალბადის მოტოციკლის საცალო ფასი 10700 აშშ დოლარს შეადგენს. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.