Magdalena Posted April 23, 2021 Posted April 23, 2021 ძვირადღირებული ნივთების ფრანგულმა მწარმოებელმა LVMH-მა და საიუველირო ნაკეთობების კომპანია Cartier-მ იტალიურ მოდის სახლ Prada-სთან ერთად შექმნეს ბლოკჩეინ-კონსორციუმი Aura ლუქს-ნივთების ფალსიფიცირებასთან ბრძოლისთვის. პრეს-რელიზის თანახმად, საათების მწარმოებელმა Hublot-მა, რომელიც LVMH-ის შემადგენლობაში შედის, გამოუშვა ციფრული ელექტრონული გარანტია ბლოკჩეინ Aura-ზე. ბრენდები - Bvlgari და Louis Vuitton ასევე შეუერთდნენ პლატფორმას. „ბლოკჩეინ-კონსორციუმი Aura შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი სექტორისთვის მომხმარებლებთან კავშირის გასამაყრებლად, იგი მათ სთავაზობს ჩვენი პროდუქტების უკეთ გაცნობის საშუალებას“ - განაცხადა LVMH-ის მმართველმა დირექტორმა ტონი ბელონიმ. მან დაამატა, რომ ძალების გაერთიანება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ლიდერობას. ხელმძღვანელი ასევე იმედოვნებს, რომ მათ სხვა "პრესტიჟული მოთამაშეებიც" შეუერთდებიან. Bloomberg-სთვის კომენტარში კომპანიებმა აღნიშნეს, რომ ისინი არ აპირებენ კრიპტოვალუტის მიღებას, როგორც მათი პროდუქტის საფასური გადახდის მეთოდს. 2019 წელს LVMH-მა თანამშრომლობა გააფორმა ConsenSys-სა და Microsoft-თან ბლოკჩეინზე მოქმედი პლატფორმის შექმნისთვის, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ ფუფუნების საგნების ორიგინალობა. მიმდინარე თვეში Vogue Business-მა გამოაცხადა, რომ იტალიური მოდის სახლი Gucci და სხვა მთელი რიგი ლუქს-ბრენდები ემზადებიან საკუთარი არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) გამოცემისთვის. https://bit.ly/32BoztL Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.