Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ძვირადღირებული ნივების ფრანგულმა მწარმოებელმა  LVMH-მა და საიუველირო ნაკეთობების კომპანია Cartier-მ იტალიურ მოდის სახლ Prada-სთან ერთად შექმნეს ბლოკეინ-კონსორციუმი Aura ლუქს-ნივთების ფალსიფიცირებასთან ბრძოლისთვის. 

პრეს-რელიზის თანახმად, საათების მწარმოებელმა Hublot-მა, რომელიც LVMH-ის შემადგენლობაში შედის, გამოუშვა ციფრული ელექტრონული გარანტია ბლოკჩეინ Aura-ზე. ბრენდები - Bvlgari და Louis Vuitton ასევე შეუერთდნენ პლატფორმას. 

ბლოკეინ-კონსორციუმი Aura შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი სექტორისთვის მომხმარებლებთან კავშირის გასამაყრებლად, იგი მათ სთავაზობს ჩვენი პროდუქტების უკეთ გაცნობის საშუალებას“ - განაცხადა LVMH-ის მმართველმა დირექტორმა ტონი ბელონიმ. 

მან დაამატა, რომ ძალების გაერთიანება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ლიდერობას. ხელმძღვანელი ასევე იმედოვნებს, რომ მათ სხვა "პრესტიჟული მოთამაშეები" შეუერთდებიან. 

Bloomberg-სთვის კომენტარში კომპანიებმა აღნიშნეს, რომ ისინი არ აპირებენ კრიპტოვალუტის მიღებას, როგორც მათი პროდუქტის საფასური გადახდის მეთოდს. 

2019 წელს LVMH-მა თანამშრომლობა გააფორმა ConsenSys-სა და Microsoft-თან ბლოკეინზე მოქმედი პლატფორმის შექმნისთვის, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ ფუფუნების საგნების ორიგინალობა. 

მიმდინარე თვეში Vogue Business-მა გამოაცხადა, რომ იტალიური მოდის სახლი Gucci და სხვა მთელი რიგი ლუქს-ბრენდები ემზადებიან საკუთარი არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) გამოცემისთვის. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.